რეზონანსი
26.05.2022

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნიკა გვარამიას დაკავება იყო წითელი ხაზი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" გადაკვეთა.

„ნიკას შემთხვევა არის იმ ხარისხის კანონის უზენაესობის ჩარჩოდან გასვლა, რომ ქვეყანას პირდაპირ ეკითხება ევროკავშირი კითხვარში, რომ გყავთ თუ არა ჟურნალისტი ციხეში, ასეთი ქვეყნები წარმოადგენენ ძალიან დიდ რისკს და ძალიან დიდი რისკის ზონაა ზუსტად ევროინტეგრაციის კუთხით თვითონ ევროკავშირისთვის. ეს იყო პრაქტიკულად წითელი ხაზი, რომელიც მათ გადაკვეთეს.

ოპოზიციის ყველაზე უმნიშვნელოვანესი ვალია, რომ ჩვენ მივუთითოთ ხელისუფლებას, ვამხილოთ და ვუთხრათ, რომ ეს ასე არ შეიძლება, ეს ვნებს ქვეყანას და ასევე ალტერნატივა წარმოვადგინოთ. პირველს ოპოზიცია კარგად აკეთებს, მაგრამ მეორეში, ალტერნატივის კონტექსტში არ გვაქვს საუკეთესოდ საქმე იმიტომ, რომ ისეთი რეალობაა ქვეყანაში, რომ პრაქტიკულად მთელი ქვეყანა, ოპოზიციური სპექტრი, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ. პრაქტიკულად ციხის კარებთან მიამაგრა „ქართულმა ოცნებამ" და თვითონ ბიძინა ივანიშვილმა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კითხვაზე, უნდა ჰქონდეთ თუ არა პარტნიორების მხარდაჭერის და მათი ხმის ამოღების იმედი სააკაშვილსა და გვარამიასთან დაკავშირებით, ხატია დეკანოიძე პასუხობს, რომ ამ კუთხით ძალიან იმედიანადაა.

„ასეთი განცხადებები ჩვენ გვესმის მუდმივად და მე პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან იმედიანად ვარ ზუსტად ამ კუთხით და ამ მიმართულებით. ქვეყანა, რომელსაც აქვს განაცხადი კანდიდატობის სტატუსზე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მართლმსაჯულების ბუდეში ვერ იქნება, ამიტომ, ეს აუცილებლად დასრულდება. ამას უნდა შრომა და ძალიან აქტიური მუშაობა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძემ გადაცემაში ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც, მოსამართლის კონკრეტული გადაწყვეტილების გამო სემინარზე არდაშვება სისხლის სამართლის დანაშაულია.

ხატია დეკანოიძის თქმით, კობახიძის აღნიშნული განცხადება გამოწვეულია იმით, რომ მოსამართლეებს შფოთვები აქვთ, რადგან მათ ეშინიათ არ გაირიყონ ცივილიზებული სამყაროდან და კობახიძეს დაცვას სთხოვენ."

"„ქართული ოცნება", არც ბატონი კობახიძე, არც თვითონ ბატონი ივანიშვილი არ არიან იმ კალიბრის ფიგურები, რომლებმაც საერთოდ რაიმე სახის შანტაჟი გაუგზავნონ აშშ-ს. პარლამენტში კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება აღვიქვი შემდეგნაირად, მოსამართლეებს, ვინც სასამართლოში გადაწყვეტილებებს იღებენ არაკანონიერად, მოსამართლის ამ საგანმანათლებლო პროგრამიდან ამოღების შემდეგ გაუჩნდათ შფოთვები, ასეთი ინფორმაციები ჩვენ გვაქვს და მეც მაქვს პირადად. ეს შფოთვები გულისხმობს იმას, რომ ამ ადამიანებს აქვთ აშშ-ის ვიზები, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობენ და შესაძლებელია ისინი გაირიყონ ცივილიზებული სამყაროდან სანქციების კუთხით.

მე კობახიძის განცხადება ასე აღვიქვი. მას მოსამართლეები ეუბნებიან, რომ „დიდი ბოდიში, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თქვენ მოგწონთ და რომელიც თქვენ გინდათ პოლიტიკური მართლმსაჯულების კუთხით, ვართ მთავარი ინსტრუმენტები და ახლა დაგვიცავით" და ამიტომ გააკეთა ასეთი განცხადება კობახიძემ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×