რეზონანსი
28.05.2022

ევროკავშირი უკრაინიდან მარცვლეულის გამოსატანად სამხედრო-საზღვაო მისიის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ესპანური El País-ი წერს.

მისი ინფორმაციით, ევროკავშირის სამიტზე, რომელიც 30 მაისს ბრიუსელში დაიწყება, განხილული იქნება უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებში შიმშილის მზარდი რისკი. გაიმართება მსჯელობა სამხედრო-საზღვაო მისიის შექმნის საკითხზე, რომლის ფარგლებშიც უკრაინული სატვირთო გემები შავ ზღვას ევროკავშირის წევრი ქვეყნების გემების თანხლებით დატოვებენ.

ევროკავშირი აუცილებლად მიიჩნევს, რაც შეიძლება მალე უზრუნველყოს ის, რომ უკრაინის ტერიტორია დატოვოს სიმინდის და ხორბლის დიდმა რაოდენობამ, რომელიც ამჟამად ბლოკირებულია.

El Pais-ი წერს, რომ ამ მისიის ერთ-ერთი მთავარი სირთულე უკავშირდება იმას, რომ ევროპულმა გემებმა ოდესის პორტში შესვლის ნებართვა მიიღონ. ეს საკითხი მონტრეს კონვენციით რეგულირდება, რომლის შესრულებასაც თურქეთი აკონტროლებს. გამოცემის წყარო აცხადებს, რომ დიდი ალბათობით ანკარა შესაბამის ნებართვას გასცემს, ვინაიდან საუბარია ჰუმანიტარულ ოპერაციაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×