რეზონანსი
28.05.2022

ახმეტაში, სამოქალაქო აქტივისტებსა და „კონსერვატიული მოძრაობის" წევრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც პოლიციამ ტერიტორიიდან 2 პირი განარიდა.

მხარეებს შორის დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალგაზრდების ჯგუფი ტრანსფარანტებით - „არა რუსეთს", „რუსეთი ოკუპანტია", „არა ალტ ინფოს საქართველოში" ოფისთან გამოჩნდნენ და ახმეტაში ორგანიზაციის გახსნა გააპროტესტეს.

მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა.

აქციის მონაწილეების განმარტებით, პროტესტის ასეთი ფორმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იქამდე გაგრძელდება, ვიდრე „კონსერვატიული მოძრაობის" ოფისები არ დაიხურება. „კონსერვატიული მოძრაობის" ოფისში კი მომხდარი შემთხვევა პროვოკაციად შეაფასეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×