რეზონანსი
25.11.2017

 (რეზონანსი) ევროკავშირი რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად 1,1 მილიონ ევროს გამოყოფს.

საუბარია ევროკავშირის სპეციალურ სამუშაო ჯგუფზე, რომელიც სწორედ რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, 2015 წელს შეიქმნა. წელს კი ბრიუსელისგან ოფიციალურ დაფინანსებას მიიღებს.

დაფინანსების თაობაზე ზომები ბრიუსელში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის განცხადების შემდეგ მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ ევროპის ერთ-ერთი რეალური პრობლემა კიბერ-თავდასხმები, ყალბი სიახლეები და ჰიბრიდული ომია.

ევროკავშრის ბიუჯეტიდან ჯგუფის ანგარიშზე ეს თანხა, 2018 წლიდან, ყოველწლიურად, სამი წლის განმავლობაში გადაირიცხება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×