რეზონანსი
04.09.2018

 სოციალური ქსელის მომხმარებელი დემეტრე სამხარაძე შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

„მეგობრებო, გუშინ დავდე სურათი, რომელსაც შემთხვევით გადავაწყდი სააკაძის ტერიტორიაზე. როგორც ამბობენ, ეს ადამიანი არის 15-16 წლის და ხშირად შეუმჩნევიათ საბურთალოზე "მაკდონალდსის" ტერიტორიაზე ამ წარწერით: „ძალიან გთხოვთ თუ რამე დაგრჩებათ საჭმელი არ გადაყაროთ, მე მომეცით, რათა წავიღო და ჩემ დედიკოს და დაიკოს ვაჭამო".

გუშინდელმა პოსტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია და საბედნიეროდ, ბევრს გაუჩნდა ამ ბავშვის დახმარების სურვილი. თუ მოკარით თვალი ბავშვს, რომელსაც ეს წარწერა უჭირავს ხელში, აუცილებლად გამაგებინეთ, რადგან ბევრი ადამიანია, ვინც დაეხმარება და ყოველ შემთხვევაში მისცემს იმ  ელემენტარულს, რაც სჭირდება.

მეორე დღეა ვეძებთ, იმედი მაქვს მალე მივაგნებთ!“ - წერს დემეტრე სამხარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×