რეზონანსი
28.09.2018

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები სასმელი წყლის მუდმივ უქონლობაზე ჩივიან. მათი თქმით, სოფელსა და დევნილთა ჩასახლებას წყლის ერთი ავზი ემსახურება. წყლის ტუმბოსთვის გახარჯული ელექტროენერგიის საფასურს დევნილები იხდიან, თუმცა ადგილობრივთა ნაწილი ამ თანხას არ იხდის. ამიტომ ყოველი თვის 20 რიცხვიდან თვის ბოლომდე სასმელი წყლის გარეშე არიან.

გარდა ამისა, მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა. არ არის კეთილმოწყობილი ეზოები. დევნილების პრობლემები ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ცნობილია. სოფლის რწმუნებულის ლადო ქვარცხავას თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული დევნილთა პრობლემები და გამოიყოფა თანხა წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად. ახალსოფელში აფხაზეთიდან დევნილ 40- მდე ოჯახს ბინები 2015 წელს გადასცეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×