რეზონანსი
28.09.2018

 (რეზონანსი) რუსთავში 5 თვის ბავშვი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი 3 დღის წინ ცუდად გახდა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

ბავშვი ჯერ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

მშობლების თქმით მცირეწლოვანს 4 ოპერაცია ჩაუტარდა, ბოლოს კი გული გაუჩერდა. ბავშვი რუსთავში სახლში გადაასვენეს, საიდანაც პოლიციის მოთხოვნით სამხარაულის სახელობის პროზექტურაში გადაიყვანეს.

მშობლები და ოჯახის ახლობელი ითხოვდნენ, რომ ბავშვი არ გაეკვეთათ. ისინი მოითხოვდნენ შენობაში შესვლას. თუმცა, პოლიციამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და პერიმეტრზე შესვლის უფლება არ მისცა, რის გამო პოლიციასა და მშობლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ექსპერტმა ბავშვის ცხედარი გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით გაკვეთა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×