რეზონანსი
28.09.2018

 (რეზონანსი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში გაერთიანების საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, უწყება, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება, კვლავ შს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებად ჩამოყალიბდება და ამ ფორმით 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება - კანონპროექტი მზად არის, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ კვირას მთავრობის სხდომაზე გავა და შემდგომ პარლამენტში გადაიგზავნება.

არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, შს სამინისტროსთვის დაქვემდებარებულ უწყებას შალვა ხუციშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც დღის მდგომარეობით სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ბოლოს, მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭო გაუქმდა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გამოეყო და მათ ბაზაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეიქმნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კრიზისების მართვის კომპონენტი შეითავსა და ის უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×