რეზონანსი
06.11.2018

 ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს დღეს ბრალი წარედგინა. ამ დროისთვის არ კონკრეტდება, თუ რომელ საქმეზე დაიწყო ყოფილი მთავარი პროკურორის სისხლის სამართლებრივი დევნა და რომელი მუხლით.

როგორც "ნიუპოსტს" პროკურატურის პრესცენტრში განუცხადეს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ხვალ უწყებაში სპეციალური განცხადება გაკეთდება,

სავარაუდოდ, ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი "ელცენტროში" მომხდარ იციდენტთან დაკავშირებით წარუდგინეს.

ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ძველი თბილისის პოლიციის პირველ განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ფარცხალაძემ ჩვენება კაფე „ელ ცენტროში“ მომხდარი ინციდენტის გამო მისცა. საუბარია ინციდენტზე, რა დროსაც კაფეში გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია სცემეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს, ინციდენტთან დაკავშირებით არსებობს ვიდეო მასალებიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×