ელზა პაპოშვილი
01.05.2021

გლდანის ბაზარში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები გაირკვა. სიძის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ლაშა არჩვაძე ბრალს აღიარებს და ადასტურებს, რომ დის ქმარს ლაშა სულთანიშვილს ორჯერ ესროლა, ამის შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. მისი სიძის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა. 

სისხლიანი დაპირისპირების რეალური მიზეზი უცნობია. ბაზარში დასაქმებული თანამშრომლები „რეზონანსს“ უყვებიან, რომ საქმის გარჩვა იარაღით საბითუმო ქსელის სარდაფში მოხდა, რა დროსაც  ლაშა არჩვაძემ დის ქმარს ორჯერ ესროლა. მათ მხოლოდ ის იციან, რომ დაპირისპირების მიზეზი ფულია. სავარაუდოდ, ცოლის ძმა სიძეს ფულის მოპარვას და მოტყუებაში ადანაშაულებდა. 

„ჩვენც არ ვიცით რეალურად რა მოხდა. ლაშა ბაზარში საბითუმო ქსელის მფლობელია, მგონი სიძეც წილში იყო და ისიც ბიზნესმენია. საქმის გარჩევა აქ ბაზარში, სარდაფში ჰქონიათ. რა მოხდა და რა იყო დაპირისპირების მიზეზი, ზუსტად არ ვიცით. ამბობენ, რომ ფულის გამო იდავეს. ცოლისძმა სიძეს  ფულის მოპარვასა და მოტყუებაში ადანაშაულებდა. ორი ტყვია ჯერ სიძეს ესროლა და მერე თვითდაზიანებები მიიყენა. 

„კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ახლა რა მოხდა ასეთი, არ ვიცით. ორივეს ვიცნობთ და ნამდვილად კარგი ადამაინები არიან. მართლა გაუგებარია, ეს სისხლიანი გარჩევა რამ გამოიწვია“, - ამბობს „რეზონანსთან“ გლდანის ბზრში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომელი.

დაზარალებულის ოჯახს მედიასთან კონტაქტი არ სურს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )