ელზა პაპოშვილი
04.06.2021

სისხლიანი გარჩევა ქუთაისის მეექვსე  ქვეითი  ბრიგადის ბაზასთან - დაჭრილია ერთ-ერთი სამხედრო, რომელსაც ამ ეტაპზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ბაზიდან გამოსულ სამხედროს  ჯერჯერობით უცნობმა პირმა ავტომობილიდან ესროლა. შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და პოლიცია დამნაშავის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებებს ატარებს. 

ექიმების თქმით კი ახალგაზრდა ჯარისკაცმა ბევრი სისხლი დაკარგა, ამიტომაც ის ახლა რემინაციაშია მოთავსებული და მედიკსოების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ექიმები მის გადარჩენას სამი საათის განმავლობაში ცდილობდნენ და ამ ეტაპისთვის ჯარისკაცის  სიცოცხლე საფრთხე აღარ ემუქრება. 

დაჭრილი სამხედრო 31 წლსი დიმიტრი ბუცხრიკიძეა. მისი ახლობლები  მბობენ, რომ ის უკვე 9 წელია თავდაცვის ძალებში მსახურობს და პრობლემა არასდროს არვისთან ჰქონია. მათ არ იციან რელურად რა  მოხდა, იცნობდა თუ არა დაჭრილი თავდამსხმელს და  ანგარიშსწორების  მიზეზი რა გახდა. ის 3-ჯერ ერაყში საგანგებო მისიითაც იყო მივლინებული და  კონფლიქტი არასდროს არავისთან ჰქონია. ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწარაფად მოხდეს და დამნაშავეები დააკავონ. არის თუ არა დაჭრაში ეჭვმიტანილი პირიც სამხედრო, ჯერჯერობით უცნობია. როგორც ოჯახი ამბობს, მათ ამის შესახებ ჯერ ინფორმაცია არა აქვთ. მათ ბუცხრიკიძის მეთაური დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ აცნობათ. 

ადგილობრივები კი მომხდარის დეტალებს იხსენებენ. 

 „ჩვენ ჯერ სროლის და შემდეგ დაჭრილი ჯარისკაცის ყვირილის ხმა გავიგეთ. შველას ითხოვდა და ამბობდა, რომ დაჭრეს. გარეთ გამოვცვივდით  და  ასფალტზე  მწოლარე დაჭრილი ბიჭი დავინახეთ.  ფეხი კოჭში ჰქონდა გადატეხილი. გვითხრა სასწრაფოში დარეკეთ, მესროლესო. საშინელი სანახავი იყო, ძვლების ნატეხები იქვე ეყარა. დავრეკეთ სასწრაფოში ესევე და პოლიციაც ძალიან მალე მოვიდა. საწყალ ბიჭს ძლიერი  სისხლდენა ჰქონდა. ვიღაცამ მანქანით გამოიარა და პირდაპირ ესროლა. სამამდე გასროლის  ხმა გავიგეთ. არ ვიცით ზუსტად სამხედრო იყო თუ არა. ჩვენ არ დაგვინახავს. ალბათ ისიც სამხედრო იყო, თორემ აბა იარაღს ვინ მისცემდა? რთული სათქმელია. ვიღაცამ მერე ეს დაჭრილი იცნო - სამხედროა ჩვენთან მსახურობსო და დაეხვია ხალხი. სასწრაფომ წაიყვანა, მერე უკვე გონებას კარგავდა,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლლეობის 119-ე მუხლით არის დაწყებული და პოლიცია დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×