ხატია ბერიძე
15.11.2021

კორონავირუსმა ადამიანებზე ფსიქიკურად ორმაგი გავლენა იქონია - ერთის მხრივ გამოცხადებულმა ,,ლოქდაუნებმა" ადამიანები დათრგუნეს, მეორეს მხრივ კი კოვიდგადატანილ პაციენტებს ხშირად ფსიქიკური აშლილობა ახასიათებთ.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე ,,რეზონანსთან" პანდემიის შედეგად გამოწვეულ ფიქოლოგიურ პრობლემებზე საუბრობს, იგი აღნიშნავს, რომ კოვიდგადატანილ მის პაციენტებს ფსიქოლოგთან ხშირად ამისამართებს, რადგან კორონავირუსმა ხალხს დიდი ფსიქოლოგირი დარტყმა მიაყენა.

,,ეს არის ინფექცია, რომელიც ადამიანებს ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის, მათ შორის ფსიქოლოგიურსაც. კოვიდით ინფიცირებულ პაციენტებში და კოვიდ გადატანილებში ხშირად იკვეთება ფსიქოლოგიური დაძაბულობა - ამ დროს ადამიანები უფრო მეტად გაღიზიანებულები და ადვილად აღგზნებადები არიან.

"კოვიდისთვის დამახასიათებელია ადამიანში სუსტი წერტილების მოძებნა, რაც ადამიანს ფსიქოლოგიურად დიდ დარტყმას აყენებს. კოვიდგადატანილ პაციენტებს ხშირად ფსიქიკური აშლილობა ახასიათებთ და ასეთ პაციენტებს ფსიქოლოგთან ვამისამართებ", - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

ფსიქოლოგი მარიამ მელია ,,რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ კორონავირუსი მისი სპეციფიკიდან გამომდინარე ადამიანისთვის ერთგვარ შიშს და უარყოფით ემოციებთან ასოცირდება, რაც ინფიცირების შემთხვევაში სიკვდილის მოლოდინით არის განპირობებული, ან კარანტინით.

,,კორონავირუსი მსოფლიო მოსახლეობას თავს ძალიან მოულოდნელად დაატყდა, რასაც ბუნებრივია, თან მოულედნელობის შიში ახლდა. ადამიანებს, როგორც ცნობიერ არსებებს ეს შიშები არ აძლევს საშუალებას რაიმე პოზიტიური ეძებოს და ორიენტირებული მხოლოდ ნეგატივზე არიან.

"ძირითადად ეს არის სიკვდილისა და ე.წ. ჩაკეტვის ,,ლოქდაუნის" შიში, რადგან ადამიანი ბუნებით თავისუფალი არსებაა, მისი შეზღუდვა და ჩარჩოებში მოქცევა კი გარკვეულ ფსიქოლოგიურ წნეხთან ასოცირდება.

„კოვიდპანდემიით შექმნილი გარემო საკმაოდ სტრესულია. ამიტომ, ამ დროს ყველა ადამიანს სჭირდება ეს ყველაფერი გაანალიზოს ფსიქოლოგიურად, ბიოლოგიურად და სოციალური კუთხით, რაც საკმაოდ რთულია. კვლევები აჩვენებს, რომ კორონავირუსის გავლენა ტვინის გარკვეულ უბნებში მოცულობის შემცირებას იწვევს, განსაკუთრებით კი ისეთ უბნებში, რომელიც სუნისა და გემოს შეგრძნებაში მონაწილეობს, ასევე მეხსიერებაზეც ახდენს გავლენას.

„მიუხედავად ამ უარყოფითი გავლენებისა, ფსიქოლოგიურად მთავარია არ დაგვავიწყდეს პოზიტიურად ფიქრი, ინფიცირების შემთხვევაშიც კი არ უნდა დავიწყოთ ფიქრი ამ უარყოფით გავლენებზე და ვიფიქროთ დადებითზე, თუნდაც წარსულ მიღწევებზე და კარგ მომავალზე", - ამბობს მარიამ მელია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგიორგი ფხაკაძე, რამდენიმე კვლევის საგანგაშო მონაცემებს მიმოიხილავს და წერს, რომ კოვიდი თავის ტვინის უჯრედებს კლავს, ხოლო ბავშვებში აზიანებს.

,,დადასტურდა, რომ კოვიდი აღწევს ადამიანის თავის ტვინში და აზიანებს მას;

გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ დაზიანება არის 20-70% ყველა კოვიდგადატანილში;

საფრანგეთში, გერმანიაში და ესპანეთში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ კოვიდი კლავს თავის ტვინის უჯრედებს;

არაერთი ათეული კვლევა ჩატარდა და კიდევ მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამ კვლევების დასკვნა ერთია, კოვიდი აზიანებს ადამიანის თავის ტვინს! არ დაინფიცირდეთ კოვიდით, კოვიდი აზიანებს თავის ტვინს! აიცერით, რომ დაიცვათ თავის ტვინი!გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, რომ არ დააზიანოთ თავის ტვინი;

გაუფრთხილდით ჩვენს პატარებს, კოვიდი აზიანებს ბავშვების თავის ტვინს!

გვეყოს სირაქლემას პოზიციაში ყოფნა, მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე ეს ადრე ჩანდა. გრძელი კოვიდი კიდევ უფრო ვერაგი და ხანგრძლივი აღმოჩნდა;

მოსახლეობის 90% უნდა იქნას აცრილი და ეს უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში! სხვა პრიორიტეტი ქვეყანაში ახლა არ უნდა იყოს! ქვეყანა იღუპება, მომავალი იღუპება, შეიგნეთ;

უკან დასახევი გზა და ლოდინის დრო არ არის;

ჩვენი სამეზობლოდან მხოლოდ თურქეთი არის სწორი მაგალითი და მივბაძოთ მას;

არაპროფესიონალიზმი კლავს და აზიანებს თავის ტვინს" - წერს ფხაკაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×