ტატა შოშიაშვილი
01.08.2020

ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ ბოსტონში მომხდარი ტერაქტისთვის დაკავებულს სიკვდილით დასჯის განაჩენი გაუუქმა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი" იუწყება.

ჯოხარ ცენრაევს, რომელმაც 2013 წლის 15 აპრილს მარათონის დროს ძმასთან ერთად ბოსტონში 2 აფეთქება მოაწყო, 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 282 მძიმედ დაშავდა, 2015 წელს სიკვდილით დასჯის განაჩენი ბოსტონშივე გამოუტანეს.

თუმცა, აშშ-ის სასამართლომ დაადგინა, რომ ცერნაევის პროცესისთვის შერჩეული ნაფიცი მსაჯულები მიკერძოებულები იყვნენ, რადგან, პროცესის შესწავლადმდე, რეზონანსული ტერაქტი საინფორმაციო საშუალებებმა ბევრჯერ გააშუქეს, შესაბამისად, ნაფიც მსაჯულებს შესაძლოა უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდათ ხედვა და აზრი ჯოხარის შესახებ.

ის, რომ ცერნაევის განაჩენი უნდა გადაიხედოს არ ნიშნავს მის საბოლოოდ გაუქმებას. ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ ახალი მოსმენების ჩატარება გადაწყვიტა, რათა მსჯავრდებულს სამართლიანი პროცესის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნა, რომ ცენრაევის გათავისუფლება არ იგეგმება და იმ შემთხვევაში თუ განაჩენი შეიცვლება ცხოვრებას მკაცრი რეჟიმის ციხეში გაატარებს:

„ეჭვი არ შეგეპაროთ, ჯოხარი დარჩენილ დღეებს ციხეში გაატარებს და მთავარი კითხვა ისაა, გადაწყდება თუ არა მისი ცხოვრების დასრულება სასიკვდილო განაჩენით", - განაცხადა მოსამართლემ.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამრთლომ ბოსტონის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის ძირითადი ნაწილი დაადასტურა, თუმცა ბრალდებულის განაჩენის გადახევდვა მოითხოვა, რადგან პირველი ინსტანციის მოსამართლემ „თავი ვერ გაართვა ნაფიცი მსაჯულების შერჩევას".

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 15 აპრილს ბოსტონში გამართული მარათონის დროს ორი აფეთქება მოხდა, რომელთა ორგანიზატორები, გამოძიების მტკიცებით, ძმები, ჯოხარ და თამერლან ცარნაევები იყვნენ.

აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა და ასობით კი დაშავდა, მათ შორის არაერთმა კიდურები დაკარგა.

ფეთქებადი მოწყობილობები ფოლადის ქვაბებისა და ტაფებისგან იყო გაკეთებული, რომელთა შიგნითაც ლურსმნები იყო მოთავსებული.

აფეთქების შემდეგ ორგანიზატორებსა და პოლიციას შორის სროლა დაიწყო, რომლის დროსაც თამერლანი გარდაიცვალა.

2015 წლის მაისში ნაფიცმა მსაჯულებმა ჯოხარს გამატყუნებელი განაჩენი გამოუტანეს და მისი სიკვდილით დასჯა მოითხოვეს.

ამჟამად, ჯოხარ ცარნაევი კოლორადოს შტატში მკაცრი რეჟიმის ციხე ADX Florence-შია, რომელსაც „სამთო ალკატრასსაც" უწოდებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×