ქრისტინე კაპანაძე
14.06.2021

ვაქცინების მწარმოებელმა კომპანია „ნოვავაქსმა" განაცხადა, რომ მათი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ 80%-ით ეფექტური და უსაფრთხოა. კომპანია ასევე ამბობს, რომ სექტემბრის ბოლოს აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში 100 მილიონზე მეტ დოზას აწარმოებს.

„ჩვენი ბევრი პირველი დოზა წავა დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში. ეს იყო მიზანი თავიდანვე", - განაცხადა „ნოვავაქსის" აღმასრულებელმა დირექტორმა სტენლი ერკმა.

კომპანია იმედოვნებს, რომ სექტემბრის ბოლოს თვეში 100 მილიონ დოზას, ხოლო დეკემბრისთვის 150 მილიონ დოზას აწარმოებს.

„ნოვავაქსმა" ასევე აიღო ვალდებულება, რომ შემდეგი წლის განმავლობაში 110 მილიონი დოზა მიაწოდოს აშშ-ს, ხოლო განვითარებად ქვეყნებს, ჯამში, 1,1 მილიარდი დოზა.

მაისში ვაქცინების ალიანსმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა შეთანხმებას „ნოვავაქსის" ვაქცინის 350 მილიონი დოზის შეძენას. აღსანიშნავია, რომ „ნოვავაქსი" ვაქცინების შემუშავებისა და მონიტორგინგის კუთხით დიდი ხანია, მუშაობას, თუმცა წლების განმავლობაში ვაქცინა ბაზარზე არ გამოუტანია. კომპანიის მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინისთვის სამუშაოს ნაწილი დაფინანსებულია აშშ-ის მთავრობის მიერ.

„ნოვავაქსის" მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც ვაქცინის ეფექტურობას ადასტურებს, მონაწილეობა მიიღო 18 წლიდან ზემოთ ასაკის თითქმის 30 000-მა ადამიანმა აშშ-სა და მექსიკაში. ვაქცინა ეფექტური იყო რამდენიმე ვარიანტის წინააღმდეგ, მათ შორის - პირველი, რომელიც აშშ-ში აღმოაჩინეს და რომელიც დომინანტური იყო მოხუცებსა და სხვა თანმდევი დაავადების მქონე პაციენტებში.

ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი მოვლენები, ძირითადად, მსუბუქია და გამოიხატება ინიექციის შეყვანის ადგილის ტკივილით.

„არ ყოფილა ცნობები უჩვეულო თრომბის ან გულის პრობლემების შესახებ", - თქვა სტენლი ერკმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×