რეზონანსი
05.11.2021

მოსკოვში  სამი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც „დარკნეტის“ მეშვეობით მოქალაქეების პირადი მონაცემების გაყიდვაში დასდეს ბრალი, მათ შორის ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის ირგვლივ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში. როგორც ჩანს, სწორედეს ფაქტორი აღმოჩნდა ამ სამი ადამიანის დაკავების რეალური და მთავარი მიზეზი. როგორც ტელეგრამ-არხი „Baza“ წერს, საუბარია დეტექტიურ სააგენტო „ლექს გრანდის“ თანამშრომლებზე, რომელიც სატელეფონო ნომრების და ე.წ „ბილინგების“ მოპოვებით იყვნენ დაკავებული. როგორც „BBC“ წერს, სატელეფონო ნომრების შავი ბაზარი რუსეთში ძალიან განვითარებულია. არც თუ ისე დიდი ანაზღაურების საფასურად იყიდება პირადი მონაცემები ბანკებიდან, სახელმწიფო ბაზებიდან, სამართალდამცავი ორგანოებიდან. ამგვარად დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიპოვოს მობილურის სიგნალის მეშვეობით ქალაქში გადაადგილების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, საბანკო ბარათის კოდური ციფრები ან ინფორმაცია საზღვარგარეთის და შიდა პასპორტებზე.

რუსულ მედიაში უკვე გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომდაკავებულები„დარკნეტში“ მოქალაქეების პირად მონაცემებს ყიდნენ, მათ შორის გაყიდეს ინფორმაციაც, რომელიც ნავალნისმოწამვლის საქმეს უკავშირდებოდა. „ТАСС“აცხადებს, რომ დაკავებულებმა, რომლებსაც უკვე წაუყენეს ბრალი დოკუმენტების გაყალბებასა და სატელეფონო საუბრების საიდუმლოს დარღვევაზე, არ იცოდნენ, რომ მათი ერთ-ერთი „კლიენტი“ ცნობილი რუსი ოპოზიციონერი იყო. 

 ამ ამბავში მხოლოდ ის არ არის საინტერესო, რომ კრემლმა იმ ადამიანების ვინაობა გაიგო, ვინც ნავალნის მოწამვლის საქმეზე ФСБ-ს თანამშრომლების პირადი მონაცემების მოპოვება მოახერხა. როგორც გამოცემებიBellingcatდაTheInsiderაცხადებენ,მთავარი ის არის, რომ რუსეთის საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიებითკრემლი აღიარებს, რომ ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია და სატელეფონო ზარების „ბილინგი“ მიღებულია არა უცხოური სპეცსამსახურების დახმარებით, როგორც ამას ვლადიმერ პუტინი ამბობდა, არამედ რუსული სატელეკომუნიკაციოკომპანიებისგან.ახლა კიBellingcatდა TheInsider-ის ხელთ  აღმოჩნდა დოკუმენტები, რომლებიც ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეს კიდევ უფრო სკანდალურს ხდის.

როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, მათ ხელთ არის იმ საქმის მასალები, რომელიც „გაბრაზებული“ ФСБ-ს თხოვნით,საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა.ეს საქმემთლიანად უკავშირდება იმ ადამიანების ტელეფონის „ბილინგებთან“ წვდომას, რომლებიც ნავალნისმოწამვლაში ხელი ურევიათ. ერთ-ერთია დადგენილება ФСБ-ს შიდა უსაფრთხოების სამმართველოს ხელმძღვანელის ალექსეი ვერტიაშკინის ხელმოწერით. მასში ნათქვამია, რომ 2020 წლის 14 დეკემბერს მედიაში ФСБ-ს თანამშრომლების ფოტოსურათები და მონაცემები გამოქვეყნდა, რომლებიც „თითქოს და კავშირში არიან რუსი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ა.ა. ნავალნისე.წ. „მოწამვლასთან“. დოკუმენტი 2021 წლის 19 იანვრით თარიღდება. დოკუმენტის მიხედვით,ამ ოპერატიული თანამშრომლების „პირადობის და ზარების შესახებმონაცემები,  ტელე საკომუნიკაციოკომპანების„МТС“-ის და „Мегафон“-ში ინფორმაციის უკანონოდ მიღების შედეგად მოხდა“, მათ შორის პოლიციის ყალბი ოქმების წარდგენით.

 საგამოძიებო კომიტეტის კიდევ ერთ დოკუმენტში ნათქვამია ისიც, რომ ყალბი დადგენილებები  იგორ ზაიცევმა, ალექსანდ ზელენცოვმა და პიოტრ კატკოვმა დაამზადეს. ანუ მათ იმისთვის, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიებში  ნავალნის„ქილერების“ შესახებ დეტალური ინფორმაციამიეღოთ, ამ კომპანიებში მივიდნენ, თავი პოლიციის მუშაკებად გაასაღეს და საჭირო მონაცემები მარტივად გამოითხოვეს.

2020 წლის 14 დეკემბერს, გამოცემებმაBellingcat,TheInsider, დაDerSpiegel სკანდალური ერთობლივი გამოძიებაგამოაქვეყნეს.მასში საუბარი იყო იმაზე, რომ ნავალნის მოწამვლასთან ФСБ-ს თანამშრომლები იყვნენ კავშირში დაისინი პოლიტიკოსს დაახლოებით ოთხი წელი უთვალთვალებდნენ. ჟურნალისტებმა ანალიზი გაუკეთეს ზარების შესახებ მონაცემებს, ფრენების შესახებ ინფორმაციას და ეს მათ ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზებს შეადარეს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მათ დაადგინეს, რომ მინიმუმ რვა ოპერატიული თანამშრომელი, რომლებიც სავარაუდოდ ФСБ-ს კრიმინალისტიკის ინსტიტუტში მუშაობდნენ, ნავალნისთან ახლო კონტაქტში იყვნენ და სხვადასხვა დროს მას უთვალთვალებდნენ. ეს ხდებოდა მათ შორის პოლიტიკოსის მოწამვლის წინა დღეებსა და საათებში.

 გამომძიებელმა ჟურნალისტებმა კონკრეტული პირები დაასახელეს, რომლებიც ნავალნის ჯერ ნოვოსიბირსკში გაყვნენ, შემდეგ ტომსკში, სადაც სავარაუდოდის  მოწამლეს, ხოლო კიდევ 5 პირი ნ სიტუაციის განვითარებას აკვირდებოდნენ და შემდეგ ჩავიდნენ ომსკშიც-ეს ის ქალაქია, რომლის კლინიკაშიც პირველად მოხდა ნავალნის ჰოსპიტალიზება. გამოცემაBellingcatამ გამოძიების გამოქვეყნებისთანავე აღიარებდა, რომ იყენებდა სხვადასხვა რუსულ მონაცემთა ბაზებს, რომლებიც შავ ბაზარზე იყო ნაყიდი.

რაც მთავარია, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა- ყველაფერი, რაც გავლენიანმა ჟურნალისტმა-გამომძიებლებმა კრემლის დესტრუქციული და სასტიკი მეთოდების შესახებ დაწერეს, რეალობას შეესაბამება.

ქეთი აბაშიძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×