ხატია ბერიძე
19.11.2021

პოლონეთი- ბელარუსის საზღვარზე უკვე ბრიტანეთის მიერ გაგზავნილი სამხედროებიც გამოჩდნენ. მიგრანტები კი კვლავ გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან.

ბელარუსიდან პოლონეთში მიგრაციის მიზნით არარეგალურად შეღწევა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ათასობით ადამიანმა სცადა. გერმანული DW-ის თანახმად, პოლონეთში გადასვლას ძირითადდ სირიელები, ერყელები, იემენელები და ისეთი ქვეყნის მოქალაქეები ცდილობენ, სადაც ეკონომიკური კრიზისი და ომია. BBC-ის ცნობით, მინსკში ფრენები ძირითადად ახლო აღმოსავლეთის დედაქალაქებიდან ხორციელდებოდა.

კრიზისი სამშაბათს გამწვავდა, როდესაც პოლონეთმა ქვეყანაში შესვლის მცდელობის მოსაგერიებლად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

ევროკავშირი, ნატო და აშშ პსუხისმგებლობას მიგრანტებთან დაკავშირებით ბელორუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს აკისრებს. დასავლეთი ფიქრობს, რომ ლუკაშენკო ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებისთვის, მიგრანტებს ბრძოლის ინსრუმენტად იყენებს.

ლუკაშენკოს მთავრობას დასავლეთმა სანქციები 2020 წელს არჩევნების შემდეგ გამრთული აქციების წინააღმდეგ ძალის გადამეტების, პოლიტიკური დევნის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების და სხვა არადემოკრტიული გადწყვეტილებების გამო დაუწესა.

ევროკომისის განცხადებით, ლუკაშენკო და მისი რეჟიმი ცრუ დაპირებებს გასცდემდნენ. მიგრანტებს ჰპირდებოდნენ, რომ მინსკიდან მარტივად შეძლებდნენ ვიზის აღებას და შემდეგ ევროკავშირში შეღწევას. მსგავს დაპირებებს ლუკაშენკო და მისი რეჟიმი დაახლოებით 20 ქვეყნის მოქალაქეებს აძლევდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკომისიის ხელმძღვანელმა გნაცხადა, რომ ბელარუსის რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს ხალხის მოტყუება, მათი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება და „ჩვენ მზდ ვართ, მეტი გავაკეთოთ."

კრიზისისმა უკვე 8 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ბრიტანეთი მხრდაჭერას პოლონეთს უცხადებს და საზღვრის გასაძლიერებლად დაახლოებით 150 სამხედრო ინჟინერი გაუგზავნა.

BBC-ისთან საუბრისას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უელსმა განაცხადა, რომ მათ სამხედრო ინჟინერები პოლონეთის და სხვა ბალტიისპირეთი ქვეყნების საზღვრის დაცვაში დასახმარებლად გაგზავნეს. მისი თქმით, ეს სამხედროები უშუალოდ მებრძოლები არ არიან და მათი ფუნქცია სადამკვირვებლო პუნქტებისა და კომუნიკაციების გამართვაა. „ეს არ რის ბრძოლა, ესაა პოლონელების მხარდაჭერაა", - აცხადებს უელსი.

პოლონეთმა ევროკავშირის მხრდაჭერით გადაწყვიტა, რომ არ დაუშვას მიგრანტების შემოსვლა საზღვრზე. ასევე ევროკავშირმა გააფრთხილა პოლონეთი, რომ შეიძლება ეს მდგომარეობა თვეები გაგრძელდეს და ამისთვის მზად იყოს.

ევროკავშირმა ბელარუსი ასევე მიგრანტების უკან დაბრუნების საერთაშორისო უსაფრთხოების წესების დარღვევაში დაადანაშაულა. ოფიციალური მინსკი აცხადებს, რომ ცდილობს საზღვართან მყოფი მიგრანტების დაბრუნებას, და დროებითი თავშესაფრით 1000 მიგრანტი უზრუნველყო, მაგრამ მიგრანტების ნაწილი უარს აცხადებს სამშობლოში დაბრუნებაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×