მოვლენა
24.06.2022

2022 წლის 17 ივნისს გადაღებულ აეროფოტოზე ჩანს ახალი განვითარების ბანკის (NDB) შტაბბინა, რომელსაც „ბრიქსიც“ ეწოდება და შანხაიში მდებარეობს. (Xinhua/Fang Zhe)

„ბრიქსის“ მე14 სამიტი ვირტუალურ ფორმატში ამ კვირაში გაიმართება  და მასში მონაწილეობას მზარდი ბაზრების ჯგუფშიშემავალი ქვეყნები - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა მიიღებენ. სამიტის დევიზია „ბრიქსისპარტნიორობის განვითარების ხელშეწყობა, გლობალური განვითარებისთვის ახალი ეპოქის დაწყება“ ჩინეთის თავმჯდომარეობით.

დაარსებიდან 16 წლის განმავლობაში „ბრიქსი“ ყოველმხრივ და მრავალდონიან სტრუქტურად იქცა, სადაც პრაქტიკულითანამშრომლობა ათობით მიმართულებით ხორციელდება  და გახსნილობის, ინკლუზიურობისა და ორმხრივ სასარგებლოურთიერთობის სულისკვეთება ნარჩუნდება.

იმდენად რამდენადაც მსოფლიოს უამრავ გაურკვევლობასთან უწევს შეჯახება, როგორიცაა, თუნდაც,  ასწლეულის მოვლენაპანდემია, ხუთ ძირითად განვითარებად ქვეყანას შეუძლია თავისი გამოცდილების გაზიარება საყოველთაო განვითარებისხელშესაწყობად. 

საერთო განვითარების ხელშეწყობა 

„ბრიქსში“ შემავალი ქვეყნები მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა რეგიონული და გლობალური ეკონომიკური თუ სავაჭრო ურთიერთობების ზრდისთვის. მიუხედავად კოვიდ-19-ის ხანგრძლივი გავლენისა, „ბრიქსის“ ქვეყნების საქონლით ვაჭრობის საერთო მოცულობამ 2021 წელს 8.55 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ოფიციალური მონაცემებით, წლიური ზრდა 33.4 პროცენტია.

ამასობაში ჩინეთის ორმხრივმა ვაჭრობამ „ბრიქსის“ ქვეყნებთან 490.42 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 39.2 პროცენტით მეტია. ეს მაჩვენებელი ამავე პერიოდში ჩინეთის საგარეო ვაჭრობის საერთო მაჩვენებელს აღემატება.  

სტატისტიკური მონაცემებით, მთელ მსოფლიოში „ბრიქსის“ ქვეყნებზე საქონლით ვაჭრობის 18 პროცენტი, ხოლო უცხოური ინვესტიციების 25 პროცენტი მოდის.   

Prinx Chengshan Tire Co., Ltd-მ, აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდუნის პროვინციაში დაფუძნებულმა საბურავების მწარმოებელმა, ათ წელზე მეტია ბრაზილიური ბაზარი აითვისა და ადგილობრივ დისტრიბუტორებსა და მომხმარებლებში სახელიც გაითქვა.

კომპანიის მონაცემებით, უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის ორმხრივი აღიარების შეთანხმებამ ჩინეთსა და ბრაზილიას შორის, რომელიც ძალაში ოფიციალურად 2022 წლის 1-ელ იანვარს შევიდა, კომპანიის პროდუქციის ექსპორტის ზრდა განაპირობა.

ასეთი შემთხვევები „ბრიქსის“ ქვეყნებში საკმაოდ გავრცელებულია, მათი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დაფარვის ზონა კი ზრდას განაგრძობს. ამ თვის დასაწყისში გამართულ „ბრიქსის“ ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრების მე-12 შეხვედრაზე მონაწილეებმა პირობა დადეს ციფრული ეკონომიკის, სავაჭრო ინვესტიციებისა და მდგრადი განვითარების საკითხებში ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებით, რაც მრავალმხრივი სავაჭრო მექანიზმების განმტკიცებას შეუწყობს ხელს. 

მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში არსებული ინფრასტრუქტურისა და განვითარების პრობლემების გადასაჭრელად ახალი განვითარების ბანკი, რომლის შტაბბინაც შანხაიშია, „ბრიქსის“ ქვეყნების მიერ დაფუძნდა და ოფიციალურად 2015 წლის ივლისში გაიხსნა.   

ბრაზილიაში განახლებადი ენერგიის პროექტებითა და ინდოეთში რკინიგზის მოდერნიზებით დაწყებული, რუსეთში ფასიანი გზებით დამთავრებული, NDB-ს წევრ ქვეყნებში 80 პროექტზე მეტი აქვს დამტკიცებული 2021 წლის მაისისთვის. რომელთა საერთო ღირებულებაც 30 მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდება. 

ბანკის ცნობით, 2022-2026 წლებში წევრი ქვეყნები 30 მილიარდი დოლარის ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ, საიდანაც 40 პროცენტი გლობალური დათბობის შემცირებას უნდა მოხმარდეს. 

2020 წლის დეკემბერში ფუძიანის პროვინციის ქალაქ სიამინში, აღმოსავლეთ ჩინეთში, ახალი სამრეწველო რევოლუციის „ბრიქსის“ ინოვაციათა ცენტრი გაიხსნა, რაც მძლავრი პლაცდარმი იქნება წევრი ქვეყნებისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში. 

ივნისის დასაწყისში ცენტრმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი NDB-სთან, რაც „ბრიქსის“ ქვეყნებისთვის განვითარების მხარდაჭერასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად. განცხადებულია, რომ მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ ისეთ სფეროებში თანამშრომლობას, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, სამრეწველო ინტერნეტი, ენერგიის დაზოგვა და გარემოს დაცვა ერთობლივი კვლევების, პერსონალის დახელოვნებისა და ინფორმაციის გაცვლის გზით ინფრასტრუქტურულ და მდგრადი განვითარების პროგრამებზე.  

მარკოს ტროიომ, ახალი განვითარების ბანკის პრეზიდენტმა თქვა, რომ NDB-ის გარდა,  „ბრიქსის“ ინოვაციათა ცენტრი ის კონკრეტული მექანიზმია, რომელმაც წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უნდა გააღრმავოს. ორივე ერთად კი მიზნად მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის შექმნას ისახავს, მათ შორის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, როგორც „ბრიქსის“, ასევე სხვა განვითარებად ქვეყნებში და მზარდ ბაზრებზე.

ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება

კოვიდ-19 პანდემიის დაწყებიდანვე „ბრიქსის“ ქვეყნებმა ერთმანეთს სამედიცინო დახმარება გაუწიეს, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის, დიაგნოსტირებისა და პროტოკოლით მკურნალობის, ასევე ვაქცინებისა და მედიკამენტების კვლევა-შემუშავების მხრივ კი ძვირადღირებული თანამშრომლობა განახორციელეს. 

მარტში ბრაზილიის ბუტანტანტის ინსტიტუტმა სან-პაულოში გახსნა ფაბრიკა, რომელიც კორონა ვირუსის წინააღმდეგ ჩინეთში შემუშავებული ვაქცინების წარმოებას 2023 წლიდან დაიწყებს. 

მოხუცებული ადამიანი ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში იკეთებს კოვიდ-19  საწინააღმდეგო ჩინეთში წარმოებულ ვაქცინას. 2021 წლის 22 იანვარი.  (Lucio Tavora/Xinhua)

ასევე მარტში „ბრიქსის“ ვაქცინათა კვლევისა და განვითარების ცენტრი გაიხსნა ონლაინრეჟიმში. „ბრიქსის“ ხუთმა წევრმა ქვეყანამ გამოთქვა ინიციატივა ვაქცინის წარმოების პროცესში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, რათა განვითარებად ქვეყნებში ვაქცინაცია ხელმისაწვდომი გახდეს მისი სამართლიანი განაწილების გზით, როგორც საყოველთაო საზოგადოებრივი საქონლის.

ინიციატივა მიზნად ისახავს „ბრიქსის“ ქვეყნებში გადამდებ დაავადებათა კონტროლსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევებთან გამკლავებას. მასში ხაზგასმულია გახსნილობა და გამოთქმულია მეტი პარტნიორის მიღების მზადყოფნა. 

 მაისში ვიდეობმულის საშუალებით გამართული „ბრიქსის“ ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრთა მე-12 სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ წევრ ქვეყნებში ამუშავდება წინასწარი გაფრთხილების სისტემა, როგორც კი ფართომასშტაბიანი პანდემიის საფრთხე დადგება. მონაწილეებმა დაწვრილებით განიხილეს სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, კოვიდ-19 პანდემიის პრევენცია და კონტროლი, ახალი ჯანდაცვის სისტემისა და ციფრული ჯანმრთელობის სისტემის განვითარება.  

ნათელი პერსპექტივები

„ბრიქსის“ თანამშრომლობის მიღწევამ არამხოლოდ მზარდი ბაზრებისა და განვითარებადი ქვეყნების გავლენა გააძლიერა მსოფლიოში, არამედ „ბრიქსი“ გახდა „სამხრეთი-სამხრეთი თანამშრომლობის“ მხარდამჭერი მნიშვნელოვანი პლატფორმა. 

2017 წელს ჩინეთმა წამოაყენა „ბრიქს პლუსის“ თანამშრომლობის მოდელის იდეა, რაც წევრ ქვეყნებს შორის ერთიანობისა და კოორდინაციის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ეს იდეა კიდევ უფრო მეტ შეთანხმებულობას მოიაზრებს წევრ ქვეყნებს შორის და ხელს უწყობს „ბრიქსის მეგობართა წრის“ გაფართოებას, რაშიც მზარდი ბაზრებისა და განვითარებადი ქვეყნებისთვის ერთობლივი გზით განვითარების გაზიარება და კეთილდღეობის დონის ამაღლება იგულისხმება. 

მაისში „ბრიქსის“ საგარეო საქმეთა მინისტრებსა და მზარდ ბაზრებსა და განვითარებად ქვეყნებს შორის ვიდეოსაუბრის თავმჯდომარეობის შემდეგ ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველმა ვან იმ შენიშნა, რომ საგარეო საქმეთა ყველა მინისტრმა, ვინც კი დიალოგს ესწრებოდა, „ბრიქს პლუსის“ თანამშრლობის მოდელი მოიწონა და მხარი დაუჭირა. 

უცხოელმა მონაწილეებმა მაღალი შეფასება მისცეს „ბრიქს პლუსის“ თანამშრომლობის მოდელს და გამოთქვეს სურვილი სტრატეგიული კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაუმჯობესებისა „ბრიქსის“ ქვეყნებსა და მზარდ ბაზრებს შორის, რათა გლობალური მმართველობის თანასწორი, ინკლუზიური და დემოკრატიული სისტემის განვითარების ხელშეწყობა მოხდეს.

2021 წლის 8 სექტემბერს გადაღებულ ფოტოზე ნაჩვენებია გონიერი რობოტი-ძაღლი „ბრიქსის“ ახალი სამრეწველო რევოლუციის გამოფენაზე სიამინში. ფუძიანის პროვინციაში. (Xinhua/Lin Shanchuan)

ვან იუმინმა, ჩინეთის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის განვითარებადი ქვეყნების განყოფილების დირექტორმა, ხაზი გაუსვა, რომ „ბრიქსის“ თანამშრომლობა სიღატაკის შემცირებაზე, საკვების უვნებლობაზე, ეკოგანვითარებაზე, ინდუსტრიალიზაციაზე, ციფრულ ეკონომიკასა და კავშირგაბმულობაზე, ბევრი განვითარებადი ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს პასუხობს, მაშასადამე, „ბრიქსის“ თანამშრომლობის მექანიზმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების გაწევაში კოვიდ-19-ის მიერ მიყენებული ზარალისა და განვითარებაში არსებული პრობლემების დაძლევაში.  

ჯიუ ჩინიენმა, სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის საზოგადოებრივი პოლიტიკის ლი კუან-იუს სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, „სინჰუასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მომავალში „ბრიქსის“ ქვეყნებს შეუძლიათ მიმდინარე თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერება და თანდათანობითი გაფართოება, ამას გარდა, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან ინტეგრირება და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის განხორციელება უფრო მეტი თანამშრომლობისა და განვითარების მისაღწევად. 

კეიპტაუნში ამასწინანდელ მედიაბრიფინგზე სამხრეთი აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ განაცხადა, რომ მის ქვეყენას სურს „უფრო დიდი და ღრმა თანამშრომლობა“ „ბრიქსის“ სხვა წევრ ქვეყნებთან, იმ „მიმზიდველ“ ჯგუფთან, რომელსაც სხვა ქვეყნებიც ნდობას უცხადებენ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×