რეზონანსი
17.06.2021

გადაცემა „პრაიმ შოუშს" სტუმარი, ექიმი-რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე იყო.

მან გადაცემაში პანდემიის პერიოდში სოციალური ქსელით ხალხის დახმარებაზე ისაუბრა, თუმცა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნინო ნადირაძემ მას უთხრა, რომ მისი რჩევები შესაძლოა, საზოგადოებისთვის საშიშიც ყოფილიყო.

ამ ამბავს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე გამოეხმაურა და ღოღობერიძეს სოლიდარობა გამოუცხადა.

„სრულიად ვეთანხმები ჩემ კოლეგას!

ახალგაზრდა კოლეგები ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი!

უსურვებ ჩემ კოლეგას გიორგი ღოღობერიძეს წარმატებას!!!

რამდენიმე ვიდეო მაქვს ნანახი და საკმაოდ საინტერესოდ უხსნის მოსახლეობას სამედიცინო შემთხვებს და რაც მე ვნახე სუბორდინაცია (რაც მედიცინაში არის მნიშვნელოვანი) ჰქონდა დაცული და პირველი წყაროები (მტკიცებულებითი მედიცინაზე დგას თანამედროვე მედიცინა) აქვს მითითებული/ნახსენები.

უსურვებ საქართველოს, რომ უფრო მეტი ასეთი ახალგაზრდა კოლეგა გყავდეს სხვადასხვა მედიცინის დარგში ...

თანამედროვე მედიცინა დგას:

უწყვეტი სამედიცინო განათლებაზე

მუდმივი ხარისხის გაუმჯობესებაზე

დამოუკიდებელ სამედიცინო აკრედიტაციაზე",- წერს ფხაკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×