რეზონანსი
21.07.2021

ქართველი ემიგრანტების ტკივილიან ამბებს დასასრული არ აქვს. ახლახან ერთ-ერთმა ემიგრანტმა, რომელსაც ფეისბუქ-მეგობრები ელენი-ელენეს სახელით იცნობენ, დედაზე სულისშემძვრელი ამბავი გამოაქვეყნა, სადაც უდიდესი მონატრება და ტკივილი ჩანს;

,,დღეს დედას გარდაცვალების დღეა. საბერძნეთში ვიყავი, არავინ მითხრა, დამიმალეს, ჩემმა მეგობრებმა ყველამ იცოდა ჩემი უბედურება, მე კიდევ სულ დედაზე ვსაუბრობდი იმ დღეებში.

ყველაზე საოცარი იცით, რა იყო? ბებია, რომელსაც ვუვლიდი, საავადმყოფოდან რომ გამოწერეს სახლში, ოჯახმა, რომელმაც შვილივით მიმიღო, სიმძიმის აწევისთვის ვერ გამიმეტა და დამხმარედ ბერძენი ქალბატონი მოიყვანა. შევხედე ამ ქალბატონს და გული ყელში მომებჯინა - დედას ორეული იყო, გეფიცებით,  არ ვაჭარბებ. აღნაგობა, თვალები, ტუჩები - ყველაფერი ზუსტად დედასი იყო.

ატირებულმა ვერ მოვითმინე და… ჩაგეხუტებით-თქო, ვუთხარი. ასე მგონია,  დედას ვუყურებ,ის შორსაა, საქართველოში და ძალიან მენატრება-თქო, ჩამეხუტა, ხელები მომხვია და ატირებულს თმებზე მეფერებოდა, დედას სურნელი ჰქონდა… ეს სასწაული იყო… მენატრები, დეე, შენი სითბო მენატრება, შენი ნათქვამი: ,,დედა შემოგევლოს”, შენი საფლავი მენატრება, დეე. რამდენი რამე მაქვს შენთვის მოსაყოლი, როგორ მენატრებიიი”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×