რეზონანსი
28.07.2021

ქართველი მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი რამდენიმე დღის წინ მომხდარ ისტორიას იხსენებს და ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემი შვილების მამის მხარე ყველა ექიმია და ძალიან უიმედოდ არიან. საველე პირობებზე საუბრობენ უკვე! აბასთუმანში ვართ ეხლა, ბიძაშვილს დაუდასტურდა კოვიდი, ჩვენ - არა და დავტოვეთ საავადმყოფოში. უკანა გზაზე ხელი დამიქნია ხანშიშესულმა კაცმა. მომერიდა და გავუჩერე. კოვიდის კონტაქტი ვარ-მეთქი, გავაფრთხილე და ვერ წაგიყვანთ, ბოდიში-თქო.

მე არ მეშინიაო. დამიჯდა უნიღბოდ მანქანაში. მომერიდა და წამოვიყვანე. აი, ეს დამოკიდებულებაა დღეს და ამიტომ საველე კი არა, ვერანაირი პირობა ჩვენს შეგნებას ვეღარ გადაარჩენს, მე ასე მგონია“, - წერს მაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×