რეზონანსი
03.07.2022

საქართველოს სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, მომღერალ ნატო მეტონიძეს დაბადების დღეს ულოცავს. რაჭველი მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ ნატო მეტონიძესთან განსაკუთრებული კავშირი აქვს:

მუსიკოსი, ნიკოლოზ რაჭველი, ავრცელებს ფოტოს და წერს:

"ეს ფოტო წლების წინ არის გადაღებული ვენის სამედიცინო კლინიკაში, სადაც გართულებების შემდეგ დამატებითი ოპერაცია გახდა ჩემთვის გასაკეთებელი, საკმაოდ რთული. ნატომ ჯერ ხომ კარდაკარ იარა საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად, მერე კი წამომყვა და იყო ჩემი პატრონი, დღედაღამე თავზე რომ მედგა და მივლიდა... არც კი ვიცი რა ქვია ჩვენს ურთიერთობას, მეგობრობაზე მეტია, ტყუპი და-ძმობა უფრო შეესატყვისება ალბათ, რადგან მაგალითად გემოვნებაში გვაქვს 99 კი არა 100 პროცენტიანი თანმთხვევა... ასევე მგონია, რომ ყველაზე სხვანაირი სიღრმე აქვს ბგერაში და ამიტომ გამოსდის ყანჩელი ყველაზე მაგრად!

დღეს მისი საიუბილეო დაბადების დღეა, მე არ ვარ ახლოს, რომ შინ დავადგე და მაგრად ჩავეხუტო, ამიტომ შორიდან საჯაროდაც (და ცხადია პირადადაც) ვულოცავ, საუკეთესოზე საუკეთესო სურვილებით!

ნატო მეტონიძეს გაუმარჯოს!!!, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×