რეზონანსი
30.09.2022

29 სექ­ტე­მებრს, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბა­თუ­მის მე-7 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მოს­წავ­ლემ, რუ­სე­თის და დე ფაქ­ტო აფხა­ზე­თის, რო­გორც „და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს", დრო­შე­ბი ჩა­მო­ხია, რაც სკო­ლის სტენ­დზე, სხვა ქვეყ­ნე­ბის ეროვ­ნულ სიმ­ბო­ლო­ებ­თან ერ­თად იყო გაკ­რუ­ლი, რის შემ­დე­გაც მოს­წავ­ლე, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გა­აგ­დეს, ამას­თა­ნა­ვე, სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მოს­წავ­ლეს „სკო­ლის ინ­ვენ­ტა­რის და­ზი­ა­ნე­ბის­თვის" საყ­ვე­დუ­რი გა­მო­უ­ცხა­და". მომ­ხდარს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

სკო­ლის პე­და­გო­გებ­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია ნა­წი­ლობ­რივ და­ა­დას­ტუ­რეს. მათი თქმით, სხვა ქვეყ­ნის დრო­შებ­თან ერ­თად, აფხა­ზე­თის დრო­შა სტენ­დზე რო­გორ აღ­მოჩ­ნდა, უც­ნო­ბია.

„დიახ, ბავ­შვმა ჩა­მო­ხია დრო­შა, რა­ზეც სკო­ლის ინ­ვენ­ტა­რის და­ზი­ა­ნე­ბის გამო შე­ნიშ­ვნა მი­ე­ცა, თუმ­ცა მოს­წავ­ლე სკო­ლი­დან არ გაგ­ვიშ­ვია. ეს მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა. დრო­შა რო­გორ აღ­მოჩ­ნდა სკო­ლა­ში ვერ გე­ტყვით, ალ­ბათ სტამ­ბის შეც­დო­მაა. რო­მელ­მა სტამ­ბამ და­ბეჭ­და, არ ვი­ცით", - აცხა­დე­ბენ პე­და­გო­გე­ბი.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ამის შემ­დეგ ბა­თუ­მის მე-7 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, რომ­ლის მოს­წავ­ლის მიერ სტენ­დზე გაკ­რუ­ლი რუ­სე­თის და აფხა­ზე­თის დრო­შე­ბის ჩა­მოხ­სნას ხმა­უ­რი მოჰ­ყვა, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თა­ვად აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრმა მაია ხა­ჯიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მოს­წავ­ლე, რო­მელ­მაც სკო­ლა­ში დრო­შე­ბის გა­მო­ფე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა მე-11 კლა­სე­ლი ლუკა ნაც­ვლიშ­ვი­ლია. „დი­რექ­ტორ­მა ჩემს მშობ­ლებს გა­მო­უ­ცხა­და - დღეს დრო­შა ჩა­მო­ხია, ხვალ ჩემს რუს მოს­წავ­ლე­ებს თვა­ლებს გა­მო­თხრი­სო", - ამ­ბობს ლუკა.

ამ­ბობს იმა­საც, რომ მი­ღე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნის მი­უ­ხე­და­ვად, სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სწო­რად მო­იქ­ცა.

„შევ­ნიშ­ნე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის დრო­შე­ბი იყო გა­მო­ფე­ნი­ლი, ე.წ. აფხა­ზე­თის დრო­შა არ და­მი­ნა­ხავს, პირ­ველ რიგ­ში რუ­სე­თის დრო­შა ჩა­მოვ­ხიე, შემ­დეგ და­ი­რე­კა ზარი, კლას­ში ავე­დი და ჩემ კლას­ში თქვეს, რომ აფხა­ზე­თის დრო­შაც ყო­ფი­ლა, რაც კლას­ში გა­ვაპ­რო­ტეს­ტეთ. კლა­სე­ლებ­მა ვთქვით, თუ რა­ტომ იყო ცალ­კე აფხა­ზე­თის ე.წ. დრო­შა, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნის. კლა­სის დამ­რი­გე­ბელ­მა გვი­პა­სუ­ხა, - ეს ფაქ­ტი გა­მოგ­ვრჩა და ჩა­მოხ­სე­ნი­თო. დი­რექ­ცი­ის თან­ხმო­ბით, ბავ­შვე­ბი ჩა­ვე­დით, კონ­კრე­ტუ­ლად აფხა­ზე­თის დრო­შა მე არ ჩა­მო­მიხ­სნია, ეს უკვე კლა­სე­ლებ­მა ყვე­ლამ ერ­თად გა­ვა­კე­თეთ. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ჩემს მშობ­ლებს ესა­უბ­რა და სა­კი­თხი ასე და­უ­ყე­ნა, - ბავ­შვი სხვა სკო­ლა­ში გა­და­იყ­ვა­ნეთ, რად­გან სკო­ლა­ში სა­შიშ­რო­ე­ბას ქმნის, დღეს დრო­შა ჩა­მო­ხია, ხვალ შე­იძ­ლე­ბა ჩემს რუს მოს­წავ­ლეს­თან მი­ვი­დეს და თვა­ლი გა­მო­თხა­რო­სო. სა­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ნა­ცხა­და დი­რექ­ტორ­მა ასე­თი რამ, არ ვიცი, ჩემ­გან სკო­ლა­ში არა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი არ ყო­ფი­ლა. ჩვენს სკო­ლა­ში რუ­სუ­ლი სექ­ტო­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან, თუმ­ცა არა­ვინ არა­ფერს ვერ­ჩით. ჩემს მშო­ბელს თა­ვად დი­რექ­ტო­რი და­უ­კავ­შირ­და. მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წი­ლი მე­უბ­ნე­ბო­და, რომ არას­წო­რად მო­ი­ქე­ციო, ნა­წი­ლი და მან­და­ტუ­რე­ბი კი მხარს მი­ჭერ­დნენ. ახა­ლი სას­წავ­ლო წელი რომ და­ი­წყო, პირ­ვე­ლი კვი­რა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ვერ დავ­დი­ო­დი. სკო­ლა­ში, რომ მი­ვე­დი ეგ­რე­ვე შე­ვამ­ჩნიე და ჩემი პრო­ტეს­ტი გა­მოვ­ხა­ტე. ახლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვაგ­რძე­ლებ სწავ­ლას. კლა­სე­ლე­ბი გვერ­დში მიდ­გა­ნან",- თქვა ლუკა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×