რეზონანსი
02.06.2023

გერმანიაში ქართველი მამაკაცი დაიკარგა. ინფორმაციას „ემიგრანტების არხის" დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

„დაიკარგა ქართველი ემიგრანტი გერმანიაში, ბერლინში. ვეძებთ გიორგი ბახტიძეს, სასწაულად კარგ და კეთილ ადამიანს. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს... გიორგი გაუჩინარებულია და ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია დიდი ხანია. გააზიაარეთ, გთხოვთ გამოგვეხმაუროთ, თუ ვინმეს გეცნობათ და ნახეთ სადმე. „შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი".

გააზიარეთ. უმორჩილესად გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება. კარგად დააკვირდით ფოტოს, ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ. თუ ვინმეს რამე ინფორმაცია მის შესახებ.. „შოთო სიხარულიძე გთხოვთ, ილოცოთ, რომ კარგად იყოს ეს ადამიანი. ძალიან ვნერვიულობ.... ღმერთო, ცოცხალი და უვნებელი დაუბრუნე ოჯახს. გააზიარეთ და მაქსიმალურად დააკვირდით კარგად ამ ფოტოს, სადმე ხომ არ გინახავთ...

9 აპრილს დაგვეკონტაქტა ბოლოს, იყო გერმანიაში. პოლონეთიდან წავიდა ბერლინში, ბოლოს გერმანიიდან დაგვიკავშირდა გამვლელის ტელეფონით, რო კარგად ვარ და ჩავედი ბერლინშიო, მის მერე არაფერი ვიცით, არც გვეკონტაქტება. არ შეგვხმიანებია, გთხოვთ, თქვენი იმედი მაქვს. პირადად ძალიან გაფასებთ და თქვენი იმედი მაქვს, ყველანაირ ხერხს მივმართე, მაგრამ არაფერი არ ვიცით, ბოლო ხართ ჩემი იმედი. მანქანა ყავს და მანქანით გადავიდა საზღვარზე...", - ავრცელებს ინფორმაციას შოთო სიხარულიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×