მთავარი ამბები
თამთა ჩაჩანიძე
12.11.2026

მეთერთმეტე სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში კვლავ მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას მოსამართლეების კითხვებს მხარეთა შორის სიტყვიერი შელაპარაკებები მოჰყვა. განსაკუთრებული დაპირისპირება მოსამართლე ევა გოცირიძესა და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის გაჩაღდა, როდესაც გოცირიძემ პარტიას მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობასა და მკვლელების წახალისებაზე პასუხისმგებლობის საკითხი დაუსვა.

ნატალია ჯვარიძე
12.11.2026

პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვნებათაღელვა მოჰყვა მიტროპოლიტ იობის განცხადებას, რომელმაც ხელისუფლების შესაძლებლობების ამოწურვაზე ისაუბრა. ამ პოზიციამ საპატრიარქოსა და სასულიერო პირების მხრიდან შეფასებები გამოიწვია - მმართველმა გუნდმა ის „რეალობას აცდენილად" მიიჩნია, ხოლო ოპოზიციურმა სპექტრმა კრიტიკული პოზიცია სრულად მოიწონა.

თამარ ვეფხვაძე
12.11.2026

საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებელი გარდამავალი ვადა 2027 წლის 1-ელ იანვარს იწურება. ცვლილება ეხება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2026 წლის 1-ელ მარტამდე, სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში იყვნენ რეგისტრირებულნი. ექსპერტების შეფასებით, ცვლილებების მიზანია შრომითი მიგრაციის პროცესის მოწესრიგება, უცხო ქვეყნის მოქალაქეების შრომითი საქმიანობის კონტროლი და ადგილობრივი შრომის ბაზრის ინტერესების გათვალისწინება.

თამთა ჩაჩანიძე
12.11.2026

ოპოზიციურ სპექტრში კვლავ აქტიურდება გაერთიანების აუცილებლობაზე საუბარი. პოლიტიკური ძალებისგან სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები, რომ პარტიებმა ვიწრო პარტიულ ინტერესებს გადააბიჯონ, „პარტიული ნაჭუჭებიდან" გამოვიდნენ და საერთო მოქმედების საჭიროება და აუცილებლობა გააცნობიერონ.

თამთა ჩაჩანიძე
11.11.2026

ხუთი ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური მომავლის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში კვლავ იხილება - მეათე სხდომაც მხარეებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში განახლდა, თუმცა, პროცესს თან ახლდა მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება, ურთიერთბრალდებები და კამათი, რასაც სხდომის დარბაზიდან წარმომადგენლების გაძევებაც მოჰყვა.

თამთა ჩაჩანიძე
11.11.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და აკრძალვის შესახებ "ოცნების" სარჩელის განხილვა გრძელდება და თუ სასამართლო ხუთივე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტი არსებითად შეიცვლება.

თამთა ჩაჩანიძე
10.11.2026

რამდენიმე დღის შესვენების შენდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მეცხრე სხდომაზე განხილვა კითხვების ეტაპზე გადავიდა - იყო სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა ორი შუამდგომლობა დააყენეს. აქედან სასამართლომ ერთი დააკმაყოფილა, ისიც ნაწილობრივ.

თამარ ვეფხვაძე
11.11.2026

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ბოლო ათ წელიწადში 5.6%-ით გაიზარდა, მაგრამ მხოლოდ უცხოელი მიგრანტების ხარჯზე. დემოგრაფების განცხადებით, სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ ეს პრობლემა ბოლო ათ წელიწადში კი არა, 2000-იანი წლების დასაწყისიდან გამოიკვეთა, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების ხელშეწყობით, ქვეყანაში უცხოელი მიგრანტების რაოდენობა გაიზარდა. პრობლემა სერიოზულია, თუმცა გამოსავალიც არსებობს - აუცილებელია პირადობის მოწმობასა და პასპორტში ეროვნების გრაფის აღდგენა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. 

ქეთო გოგოხია
11.11.2026

მაღალი ინფლაციის ფონზე საქართველოში ხელფასების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. უკვე ცნობილია, რომ მომავალი წლიდან 217 ათასზე მეტ ადამიანს ხელფასი გაეზრდება, რისთვისაც ბიუჯეტში 810 მლნ ლარზე მეტი გამოიყო. სახელმწიფო დონეზე მიღებული ეს გადაწყვეტილება საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების ეტაპობრივ გაუმჯობესებასა და სოციალური გარანტიების შექმნას ისახავს მიზნად, თუმცა, პარალელურად, მწვავედ დგას რესურსების სამართლიანი განაწილების საკითხი. 

ირმა ჩიტაია
10.11.2026

თითქმის ორი კვირაა ნავთობის მუდმივად იაფდება. ამერიკის შუალედური არჩევნების შემდეგ დამდგარი ახალი პოლიტიკური რეალობის ფონზე, „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ღირებულებამ 91 დოლარი შეადგინა. სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო შეიცვალოს ჰორმუზის სრუტის გახსნის შემთხვევაში, რაც ბაზარზე ნავთობის დამატებით ნაკადს შეიტანს და ფასს კიდევ უფრო დააგდებს. თუ ახალი რეალური სამხედრო დაპირისპირება არ გაჩაღდა, ენერგომატარებლების საგრძნობი გაიაფება გარდაუვალია.

თამარ ვეფხვაძე
10.11.2026

საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ ცვლილებების პროექტს, რომლითაც საფინანსო ბაზარზე ახალი ბანკები და მაღალი კონკურენცია უნდა გაჩნდეს. სპეციალისტები ამ ცვლილებას მიესალმებიან, თუმცა, მათი აზრით, პრობლემა ამით მაინც არ მოგვარდება.

ნატალია ჯვარიძე
11.11.2026

აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე დღეს რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა თითქმის ორ საათს გაგრძელდა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, სამმხრივ მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკების ცენტრალური თემა უკრაინის კონფლიქტის დასრულების შემდეგ ევროპაში მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა იყო.




















Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×