რეზონანსი
18.06.2025

რეჟიმის მთავარი მიზანია, მიაღწიოს სამოქალაქო ორგანიზაციების განადგურებას და მედიის გაუქმებას , - ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო ორგანიზაციებისგან ითხოვს ბენეფიციარების შესახებ პერსონალურ და კონფიდენციალურ ინფორმაციას, რაც „გაცხადებული ნაბიჯია რეპრესიების გაგრძელებისა“.

„ივანიშივლის რუსული რეჟიმი, თავისი ყურმოჭრილი მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით ცდილობს, მოითხოვოს ინფორმაცია, რაც მოიცავს მთელ რიგ კონფიდენციალურ და პერსონალურ ინფორმაციას ჩვენი ბენეფიციარების შესახებ. მეორე მხრივ, ეს არის გაცხადებული ნაბიჯი რეპრესიების გაგრძელებისა, რაც უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს - ჯერ სიტყვიერი დისკრედიტაციით, შემდეგ თავდასხმებით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებზე, სხვადასხვა კანონის მიღებით, რომელთა შინაარსიც ერთი-ერთზე იმეორებს რუსეთში და ბელორუსში მიღებულ ანალოგიურ კანონებს. ე.წ. ფარა, რომელზეც ამბობდნენ, რომ ერთი-ერთზე გადმოწერეს ამერიკიდან, რა თქმა უნდა, შესაძლოა, ამ კანონში სიტყვები შესაძლოა იმავენაირად არის დაწერილი, მაგრამ მთავარია რა მიზანს ემსახურება ეს ე.წ. ამერიკული კანონი. ეს ჩვეულებრივი რუსული ტრიუკია იმისთვის, რომ გაანადგურონ სამოქალაქო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია საქართველოში. ეს დამტკიცდა კიდეც, როდესაც გუშინ, რაჟდენ კუპრაშვილის „კანტორიდან“ მიადგნენ ყველაზე აქტიურ ორგანიზაციებს.

რეჟიმის ბრძანებაა, რომ რაჟდენ კუპრაშვილმა დევნა დაუწყოს ორგანიზაციებს, გააჩუმოს მედია, გააუქმოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ხმას იმაღლებენ რეჟიმის ბობოლების გამდიდრებაზე, მათ ჩადენილ ბოროტმოქმედებაზე და ამხელენ მათ ქვეყნის გაყიდვასა და ღალატში იმაში, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. მიზანი არის სამოქალაქო ორგანიზაციების განადგურება“, - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×