
ირანმა უარი თქვა აშშ-თან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობაზე, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ცნობით, მიზეზი „ვაშინგტონის გადაჭარბებული მოთხოვნები, არარეალისტური მოლოდინები, პოზიციის მუდმივი ცვლილება და მიმდინარე საზღვაო ბლოკადაა“.
აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართებოდა. აშშ-ის დელეგაციას, რომელიც ხვალ პაკისტანში უნდა ჩასულიყო, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობდა.
ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 22 აპრილს იწურება.