რეზონანსი
03.06.2026

ჯა­შუ­შო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი უძი­ლა­უ­რის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ბექა გუ­ლე­დან­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პი­რის პო­ზი­ცია გა­აც­ნო. გუ­ლე­და­ნი უძი­ლა­ურს გლ­და­ნის #8 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შეხ­ვდა, ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ ბრალ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცია წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, რა­საც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„გი­ორ­გი უძი­ლა­უ­რი, იაზ­რებს, რა მის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის სიმ­ძი­მეს, აღი­ა­რებს, რომ: 

იკა­ვებ­და რა, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას, იმავდრო­უ­ლად ინარ­ჩუ­ნებ­და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას, 2025 წლამ­დე კი რე­დაქ­ტო­რობ­და ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მა „european.ge“-ს, რო­მელ­შიც პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ვეყ­ნებ­და მის ანა­ლი­ტი­კურ სტა­ტი­ებს სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ და გე­ო­პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე, ისე­ვე რო­გორც მოღ­ვა­წე­ობ­და ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში 1994 წლი­დან.

აღი­ა­რებს, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ორ­ჯერ იმ­ყო­ფე­ბო­და პრო­ევ­რო­პუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე რუს­თა­ველ­ზე, ერთხელ მოძ­რა­ობ­და, ხოლო მე­ო­რედ იდგა სას­ტუმ­რო „თბი­ლი­სი მა­რი­ოტ­სა“ და გა­ლე­რე­ას შო­რის. აქ­ცი­ის დარ­ბე­ვი­სას არა­ერ­თხელ იც­ვლი­და ლო­კა­ცი­ას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პო­ლი­ცია პრო­ევ­რო­პულ სტუ­დენ­ტებს გა­ზით არ­ბევ­და, სახე არ და­უ­მა­ლავს. შე­სა­ბა­მი­სად, შსს-ს ჰქონ­და მისი იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბის­თა­ნა­ვე გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი იყო, რომ ის­მი­ნე­ბო­და მისი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ხდე­ბო­და ინ­ტერ­ნეტ ტრა­ფი­კის მო­ნი­ტო­რინ­გი, ფიქ­სირ­დე­ბო­და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ავ­ტო­მან­ქა­ნის ლო­კა­ცია და ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სა­ლო­ნის მოს­მე­ნა, თავი არ შე­უ­ზღუ­დავს არც შეხ­ვედ­რებ­ში და არც სა­უბ­რებ­სა თუ მი­მო­წე­რებ­ში.

უფრო მე­ტიც, და­უ­ფა­რა­ვი ენ­თუ­ზი­აზ­მით დას­ცი­ნო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ევ­რო­პის დის­კრე­დი­ტა­ცი­ი­სათ­ვის გა­მო­გო­ნილ საფრ­თხო­ბე­ლებს („Deep State“, „ომის პარ­ტია“, „მა­სო­ნე­ბი“, „ევ­რო­გე­ე­ბის საფრ­თხე“...), გმობ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სას­ტიკ პო­ლი­ტი­კას პრო­ევ­რო­პე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მი­მართ, რად­გან ამ პო­ლი­ტი­კას შე­დე­გად მოჰ­ყვე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის მა­სი­უ­რი გა­დი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან. გი­ორ­გი უძი­ლა­უ­რის თქმით, ეს პო­ლი­ტი­კა არ ყო­ფი­ლა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­ზა­ნი ან ამო­ცა­ნა.

2011 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან იგი შე­უ­ერ­თდა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ირ­გვლივ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ 20 კა­ცი­ან გუნდს (დღეს იმ გუნ­დი­დან ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვა­ში დარ­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ გია ვოლ­სკი), რათა თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ე­ტა­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის და­მარ­ცხე­ბა­ში. გი­ორ­გი უძი­ლა­უ­რი სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმს მი­იჩ­ნევ­და და დღე­საც მი­იჩ­ნევს ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­ულ და სის­ხლი­ან მმარ­თვე­ლო­ბად, რო­მელ­მაც გა­ა­ბე­ჩა­ვა და და­ა­ჩო­ქა სა­ქარ­თვე­ლო, ე.წ. „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას“ მი­იჩ­ნევ­და და მი­იჩ­ნევს სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბად, რის გა­მოც დღემ­დე ორ­მხრი­ვი აუ­ტან­ლო­ბა აკავ­ში­რებს მას­სა და სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

20-კა­ცი­ა­ნი გუნ­დი 2011 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან, 2012 წლის ივ­ნი­სამ­დე გა­ფარ­თოვ­და და გამ­ყარ­და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან შე­მო­ერ­თე­ბუ­ლი, გუ­ლან­თე­ბუ­ლი, უში­შა­რი და თავ­გა­და­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდო­ბით - იმ ბირ­თვმა, რო­მელ­მაც მა­გა­ლი­თი მის­ცა და­ნარ­ჩენ, ორ­ჭო­ფო­ბა­ში მყოფ მო­სახ­ლე­ო­ბას და 2012 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. გი­ორ­გის თქმით, ის გუ­ლან­თე­ბუ­ლი და ალა­ლი მოძ­რა­ო­ბა დღეს აღარ არ­სე­ბობს, ის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მკვდა­რია.

მა­ღა­ლი იდე­ა­ლე­ბი ჩა­ნაც­ვლდა მედ­რო­ვე­თა ინ­ტე­რე­სე­ბით და სხვის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის და­უ­ო­კე­ბე­ლი წყურ­ვი­ლით. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სუ­ლია ხალ­ხი, ვი­საც არც ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვამ­დე უბ­რძო­ლია სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­თან და არც შემ­დეგ, 2011-2012 წლებ­ში. მათ­თვის უცხოა იდე­ა­ლე­ბიც და გუნ­დუ­რო­ბაც. ძვე­ლი “ოც­ნე­ბის“ აქ­ტი­ვის­ტე­ბი ერ­თმა­ნე­თის­თვის თავს სწი­რავ­დნენ, დღე­ვან­დე­ლი “ოც­ნე­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა კი ერ­თმა­ნეთს სწი­რავს, წარ­ბშე­უხ­რე­ლად. მათ არ იცი­ან, რომ 2011-2012 წლე­ბის ბრძო­ლა­ში და მო­პო­ვე­ბულ გა­მარ­ჯვე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ის და­სავ­ლე­თი, რო­მელ­საც მათ მტრის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭეს.

ასე­ვე გი­ორ­გის თქმით, 2011-2012 წლე­ბის ივა­ნიშ­ვი­ლის მოძ­რა­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად იყო ამე­რი­კე­ლე­ბის და ევ­რო­პე­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი. ისი­ნი არა მარ­ტო კონ­სულ­ტა­ცი­ებს უწევ­დნენ ივა­ნიშ­ვი­ლის გუნდს, არა­მედ უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ ახ­ლად­შექ­მნი­ლი მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ვა­შინგტონ­თან და ბრი­უ­სელ­თან, აძ­ლევ­დნენ რჩე­ვებს სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­თან ბრძო­ლის­თვის და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ ივა­ნიშ­ვი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბას.

რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა, ასე­ვე „ოც­ნე­ბის“ ბირ­თვმა, ასე­ვე ამე­რი­კელ­მა და ევ­რო­პელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა იცოდ­ნენ, რომ სა­ფუძ­ვე­ლი ეყ­რე­ბო­და დე­მოკ­რა­ტი­ულ და პრო­და­სავ­ლურ სა­ქარ­თვე­ლოს. არა­ვის გას­ჩე­ნია ეჭვი, რომ და­სავ­ლე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ „Deep State“-ს ან შე­მოგ­ზავ­ნილ აგენ­ტუ­რას - მტე­რი ომის მო­გე­ბა­სა და გა­მარ­ჯვე­ბა­ში არ გეხ­მა­რე­ბა. გი­ორ­გი აღი­ა­რებს, რომ მა­საც ჰქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია და აქ­ტი­უ­რი კავ­ში­რი ამე­რი­კელ და ევ­რო­პელ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან, ზო­გი­ერთ მათ­გან­თან მე­გობ­რობ­და და დღემ­დე მე­გობ­რობს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2012 წლი­დან 2022 წლამ­დე „ოც­ნე­ბა“ მეტ-ნაკ­ლე­ბად ინარ­ჩუ­ნებ­და პრო­ევ­რო­პულ, დე­მოკ­რა­ტი­ულ კურსს, გი­ორ­გი ამ­ჩნევ­და, რომ ნელ­დე­ბო­და დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ძლი­ერ­დე­ბო­და აზრი, რომ დე­მოკ­რა­ტია არც ისე კომ­ფორ­ტუ­ლია მმარ­თვე­ლო­ბის­თვის, რომ სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყო­ფი­ლა მხო­ლოდ ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნის დროს და ძა­ლი­ან მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, რომ ბევ­რად მარ­ტი­ვია სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­ფორმ­დეს „ევ­რო­პულ აგენ­ტუ­რად“ ან „სა­ა­კაშ­ვი­ლის რუ­პო­რად“.

გი­ორ­გის თქმით, არა­კომ­ფორ­ტუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­აც, რად­გან „ოც­ნე­ბის“ ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა დგე­ბო­და არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე - ან რე­ა­ლუ­რად გა­ე­მიჯ­ნე­ბა ერ­თმა­ნეთს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი, სა­კა­ნონ­მდებ­ლო და სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ან უნდა იყოს პარ­ტი­უ­ლი დიქ­ტა­ტუ­რა და დე­მოკ­რა­ტი­ის ჩა­წიხვლა. ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის­გან და­შო­რე­ბა ხდე­ბო­და ეტა­პობ­რი­ვად, მაგ­რამ თან­მიმ­დევ­რუ­ლად, ნელ-ნელა იზღუ­დე­ბო­და აზ­რის თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი­სათ­ვი­საც.

მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბი­სას, გი­ორ­გი ასე­ვე ეს­წრე­ბო­და თსუ-ს პირ­ველ კორ­პუს­თან სტუ­დენ­ტე­ბის მიერ გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას, რის შემ­დე­გაც სუს-მა „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ შე­ა­ტყო­ბი­ნა, თით­ქოს გი­ორ­გი იყო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, მან უარ­ყო ორ­გა­ნი­ზა­ტო­რო­ბა, თუმ­ცა აღი­ა­რა აქ­ცი­ა­ზე დას­წრე­ბა. გი­ორ­გი აღი­ა­რებს, რომ არა­ერ­თხელ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია მისი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ან­ტი­და­სავ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის მი­მართ, მათ შო­რის „ოც­ნე­ბის“ წევ­რებ­თან.

გი­ორ­გის თქმით, კო­ჰა­ბი­ტან­ტე­ბის და მედ­რო­ვე­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა გა­მო­აშ­კა­რავ­და რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმის­თა­ნა­ვე. იგი აღი­ა­რებს, რომ მა­ინც ცდი­ლობ­და გა­ე­დო ხი­დე­ბი „ოც­ნე­ბა­სა“ და უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ას შო­რის. გი­ორ­გის თქმით, მისი აქ­ტი­ვო­ბა და ენ­თუ­ზი­აზ­მი ჩა­ით­ვა­ლა პო­ლი­ტი­კურ თავ­ნე­ბო­ბად, იგი აღი­ა­რებს, რომ არ ემორ­ჩი­ლე­ბო­და ე.წ. „პარ­ტი­ულ დის­ციპ­ლი­ნას“ და რისი გა­კე­თე­ბაც არ სურ­და, არ აკე­თებ­და. გი­ორ­გი იხ­სე­ნებს, რომ ბო­ლოს უარი თქვა ეკა ბე­სე­ლი­ას „გა­შა­ვე­ბა­ზე“ და იცო­და, რომ მალე მას­თა­ნაც მი­ვი­დოდ­ნენ.

გი­ორ­გი უძი­ლა­უ­რი აღი­ა­რებს, რომ მის­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პო­ზი­ცი­ამ და იდე­ა­ლებ­მა აქ­ცია პა­ტიმ­რად - პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რად, რად­გან მისი და­ჭე­რა იყო პო­ლი­ტი­კუ­რი სიგ­ნა­ლი ყვე­ლა იმ სა­ჯა­რო მო­ხე­ლი­სათ­ვის, ვინც პრო­პა­გან­დის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ფიქ­რობს. გი­ორ­გიმ არ იცის, ეღირ­სე­ბა თუ არა თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რად­გან მის­ნა­ი­რი ელე­მენ­ტე­ბი, მი­თუ­მე­ტეს მკაც­რი კონ­ტრო­ლის სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში, ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან აღიქ­მე­ბი­ან ავ­თვი­სე­ბი­ან სიმ­სივ­ნედ, დე­ფექ­ტურ უჯრე­დად არა­დე­მოკ­რა­ტი­ულ ორ­გა­ნიზ­მში; ზედ­მე­ტი აქ­ტი­ვო­ბა, თავ­ნე­ბა აზ­რე­ბი და იდე­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­დოს სხვა ჩი­ნოს­ნებს და აფიქ­რე­ბი­ნოს აკ­რძა­ლუ­ლი ფიქ­რე­ბი; დღე­ვან­დე­ლი პრო­პა­გან­დით სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტია მხო­ლოდ ის, ვინც არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ამ პრო­პა­გან­დას. ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი, ვინც წი­ნა­აღ­მდე­გია, არის და­სავ­ლე­თის­გან მოს­ყი­დუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად „სა­ხელ­მწი­ფოს მტე­რი“, ან „ჯა­შუ­ში“.

გი­ორ­გი უძი­ლა­უ­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ არის კონ­სერ­ვა­ტო­რი, იზი­ა­რებს ქრის­ტი­ან- დე­მოკ­რა­ტი­ულ იდე­ებს, მხარს უჭერს ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, მაგ­რამ ამა­ვე დროს სურს სა­ქარ­თვე­ლოს ხილ­ვა ევ­რო­კავ­შირ­ში, და­სავ­ლუ­რი, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ღირ­სე­ულ წევ­რად. გი­ორ­გი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იზო­ლა­ცი­ო­ნის­ტურ პო­ლი­ტი­კას, ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის ლაჩ­რულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას რუ­სე­თის მი­მართ და ყვე­ლაფ­რის „ომის საფრ­თხით“ გა­მარ­თლე­ბას.

მისი თქმით, ომი რომ აღარ უნ­დო­დათ, იმი­ტომ შექ­მნეს ყო­ფილ­მა მტრებ­მა ევ­რო­კავ­ში­რი - კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერ­თა­დერ­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც გუ­შინ­დელ­მა მო­ქიშ­პე­ებ­მა აქ­ცი­ეს მშვი­დო­ბის და კე­თილ­დღე­ო­ბის ზო­ნად. გი­ორ­გის თქმით, მშვი­დო­ბის გა­რან­ტი არის ევ­რო­პა და არა რუ­სუ­ლი ჩექ­მის ამ­ბო­რი და ცახ­ცა­ხი. მშიშ­რო­ბა, ლა­ტენ­ტუ­რი მო­ნო­ბა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის დახ­შო­ბა არ ყო­ფი­ლა ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის ოც­ნე­ბა - ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, - აცხა­დებს გი­ორ­გი უძი­ლა­უ­რის ად­ვო­კა­ტი, ბექა გუ­ლე­და­ნი.

გი­ორ­გი უძი­ლა­უ­რი 5 მა­ისს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 314-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ჯა­შუ­შო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ერთ-ერთ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნოდ, უცხო ქვეყ­ნის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის და­ვა­ლე­ბით, სის­ტე­მა­ტუ­რად აგ­რო­ვებ­და და გა­დას­ცემ­და მათ სხვა­დას­ხვა სა­ხის და კა­ტე­გო­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×