
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტმა მმართველი გუნდის პოზიციები ურთიერთობის გადატვირთვაზე სრულად დაადასტურა. სპიკერის განცხადებით, ვაშინგტონი, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, თბილისთან მომავალზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის მზად არის.
ამასთანავე, პაპუაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა ბრიუსელისა და გერმანიის ელჩის პოლიტიკა, ხოლო მელია-სააკაშვილის მიმდინარე დაპირისპირებას ოპოზიციური რადიკალიზმის ლოგიკური შედეგი უწოდა.
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა. აღნიშნა, რომ ეს განცხადება იმის მანიშნებელია, რაზეც მმართველი გუნდი ამ დროის განმავლობაში საუბრობდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებამ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ მის განცხადებაში ორ საკითხს გაუსვა ხაზი, ეს არის დადასტურება საერთო ფასეულობებისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი ხანი და სწორედ ამ ვიზიტმაც, შეხვედრებმაც, ღირებულებით საკითხებზე შეჯერებამ და ამ განცხადებამაც დაადასტურა, რომ ჩვენ საერთო ფასეულობებს ვიზიარებთ და მეორე - საერთო ინტერესები, იქნება ეს ეკონომიკური ინტერესები თუ სხვა სახის და ერთმანეთის ინტერესების აღიარება, საერთო ინტერესების ძიება და ამ ინტერესებზე შეთანხმება.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, 25-28 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტისას, საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დელეგაციის წევრებმა საქართველოს მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, რომ დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა.
მელია-სააკაშვილის დაპირისპირება
პაპუაშვილმა მელია-სააკაშვილის დაპირისპირებაზეც ისაურბა, აღნიშნა, რომ რადიკალიზმი, რომელსაც ოპოზიცია თესავს, საბოლოო ჯამში, თავად მათ ჭამთ.
„პირველად რომ ხდებოდეს ამ ქვეყანაში რაღაცას კიდევ ვიფიქრებდით, მაგრამ ეს ხომ მუდმივი პროცესია?! შეყრას, გაყრას და ამ შეყრა-გაყრას ვაკვირდებით რამდენი წელია. უკვე ვეღარ გაგვიგია, რა არის გულწრფელი, რა არის ნათამაშევი, რა არის გარედან დაგეგმილი, რა არის შიგნიდან სპონტანური. ზოგადად, ეს არის ბედი ყველა პოლიტიკოსის, რომელიც მიდის საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. ასეთი რადიკალიზმი, რომელსაც თესავენ, საბოლოო ჯამში, თავად მათ ჭამთ და მათივე პრობლემა ხდება. ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი," - განაცხადა პაპუაშვილმა.
„კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბრალდებულმა, ნიკა მელიამ საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მან მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. რასაც ყოფილ პარტნიორებს შორის დაძაბულობა მოჰყვა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობას ბრიუსელისთვის რომ მოესმინა, დღეს წაგებულ მდგომარეობაში იქნებოდა ქვეყანა.
ბრიუსელი
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში გერმანიის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოემხმაურა. აღნიშნა, რომ ბრიუსელისთვის მოესმინათ, „წააგებდნენ"
„ბატონი ფიშერი ცდება, როდესაც საქართველოზე საუბრობს ხოლმე. ფაქტობრივად, ჩამოწერილი ვყავართ და ჩვენი განვითარების მთავარ მაგალითად მოლდოვასა და უკრაინას გვისახავს, სადაც ერთშიც და მეორეშიც ვხედავთ ეკონომიკურ სტაგნაციასა და კორუფციულ გამოწვევებს, ინსტიტუციურ სისუსტეს. მოლდოვის ვიცე-პრემიერის გუშინდელ განცხადებაშიც ჩანს, რომ ისინი გეგმა „ბ"-ედ და უკვე გეგმა „ა"-დ განიხილავენ ევროკავშირში გაწევრიანებას რუმინეთთან მიერთებით და არა როგორც სუვერენული სახელმწიფო.
„მე მგონი უკვე ნათელი იყო, რომ ბატონი პეტერი სწორედ აქ დაასრულებდა, სადაც დაასრულა ქსენოფობიური განცხადებებით. როდესაც ადამიანი ჯერ ფაშისტური სლოგანის წინ პოზირებს, შემდეგ ექსტრემისტებს აცხადებს ამ ქვეყნის მომავლად, შემდეგ მხარს უჭერს და აგულიანებს პროპაგანდისტებს, იქიდანვე უკვე ჩანდა, საით მიდიოდა ეს ყველაფერი და ეს მივიდა თავის ლოგიკურ დასასრულამდე, რომ მან უკვე ქსენოფობიური განცხადება გააკეთა."- თქვა პაპუაშვილმა
„მათთვის (ბრიუსელითვის) რომ დაგვეჯერებინა, დღეს ეკონომიკურ სტაგნაციაში ვიქნებოდით, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით და არა იმაზე, თუ რა ინტერესები აქვს ბრიუსელს რეგიონსა თუ საქართველოში. ამით ქართველი ხალხი მხოლოდ იგებს. წავაგებდით ბრიუსელისთვის რომ მოგვესმინა, ვიგებთ იმიტომ, რომ ბრიუსელს არ ვუსმენთ",-განაცხადა პაპუაშვილმა.