რეზონანსი
02.06.2023

უფლებადამცველი, თამარ იარაჯული, რომელსაც უკვე თვეებია შვილი ჰყავს ცუდად, სოციალურ ქსელში წერს:

“მკვლელებო, შვილი ხელებში მაკვდება რას არ ვაკეთებ რომ შევაძლებინო და კონსილიუმზე ზარიც არ შემოსულა,

რა უფლება გაქვთ ამ ყველაფრის რა...

სულ თურქეთში ხომ ვერ ვიქნები, ბავშვს სჭირდება დაკვირვება, კონსილიუმი ჩაატარეთ სანამ ბავშვს რამე მოუვა, თორემ პასუხს აგებთ იცოდეთ ვერ დაძვრებით ვერსად.

ადამიანებო, არაფერი არ მშველის არც წამლები არც გარემო რა არ ვიყიდე და რა წამალი არ მივეცი, რომ შევუცვალო გარემო, სტრესი, ტკივილი... ექიმების ერთად დაჯდომა მინდა და არ მეკონტაქტება ჯანდაცვა, გეგონება ვიგონებ რამეს,

ყველა წამალს ვაძლევ: დამამშვიდებელს, ტკივილგამაყუჩებელს და ზუსტად ასე მითხრეს დაწოლა და დაკვირვება უნდა და ამისთვის საჭიროა კონსილიუმი, რომ დღეში რამოდენიმე საათი ექიმის დაკვირვების ქვეშ იყოს,

ესენი ვინ არიან, მაგუებენ, რომ უნდა მოკვდეს ბავშვი თუ დაიღალენ, შევაწუხეთ?

საშინელი ტკივილი აქვს ძვლების და ამას უნდა ელოდოს ბავშვი ამათ გამოღვიძებას? ამას უნდა უყუროს ბოლოს შეიშალოს და თქვან შეიშალაო?”

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×