რეზონანსი
19.04.2023

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მრავალმა ყოფილმა საბჭოურმა რესპუბლიკამ სხვაგვარად გადახედა თავის ისტორიას, იმისგან განსხვავებით, რაც სსრკ-ს პერიოდში კომუნისტური ღირებულებების თვალსაზრისით ისწავლებოდა. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ის თითქმის მთლიანად გადაწერილი იყო საბჭოთა იდეოლოგების მიერ, ხოლო მათი სახელები, ვინ ბოლშევიკებისგან განთავისუფლებას უჭერდნენ მხარ, „ანათემას" გადასცეს.მათ შორის, ვინც თავისუფლების მოძრაობის სათავეებთან იდგა ცენტრალური აზიის ყველაზე დიდ რესპუბლიკაში, ყაზახეთში, განსაკუთრებით გამოირჩეოდა პოლიტიკოსისა და დემოკრატიისთვის მებრძოლის მუსტაფა ჩოკაის ფიგურა.

მუსტაფა შოკაი დაიბადა 1890 წლის დეკემბერში პატარა ყაზახურ სოფელში ქალაქ კიზილორდას მახლობლად. მისი წინაპრები სტეპის არისტოკრატები იყვნენ თვალსაჩინო ყაზახური გვარიდან - მუსტაფას ბაბუა ხივის სახანოს სირდარინის რაიონის მმართველი იყო, ხოლო მამა, ხალხში ავტირიტეტული მოსამართლე.

ბავშვობაში მშობლებმა სასწავლებლად ტაშკენტის გიმნაზიაში გააგზავნეს, რომელიც როგორც საუკეთესო მოსწვლემ, ოქროს მედლით დაასრულა. მაგრამ, გაიგო რა ამის შესახებ, თურქესტანის გენერალ-გუბერნატორმა სამსონოვმა, რომელიც ვერ იტანდა „უცხოებს", ბრძანება გასცა ოქროს მედალი სხვა სლავური წარმოშობის მოსწავლისთვის გადაეცათ, მაგრამ, ის პატიოსანი აღმოჩნდა და უარი თქვა პრიზზე და ჩოკაიმ მაინც მიიღო თავის ჯილდო... მოგვიანებით მან ასევე წარჩინებულად დაასრულა სანკტ-პეტერბურგის იურიდიული ფაკულტეტი.

შოკაი ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა იყო, როდესაც ყაზახი ხალხის ინტერესების დაცვა დაიწყო რუსეთის მეფის დროს, იმ პერიოდში, როდესაც 1907 წელს რუსეთის მეფემ ნიკოლაი მეორემ საარჩევნო უფლება წაართვა შუა აზიისა და ციმბირის ძირძველ ხალხებს. 1917 წლის აპრილში მუსტაფამ მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი ორგანიზაციების თურქესტანის სხდომაში ტაშკენტში. იქ შეიქმნა თურქესტანის ნაციონალური საბჭო, ხოლო 27 წლის ჩოკაი არჩეულ იქნა მუდმივი საბჭოს თავჯდომარედ და სათავეში ჩაუდგა თურქესტანის ავტონომიას.

მაგრამ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ და ტაშკენტი მათ მმართველობაში გადავიდა, მუსტაფა ჩოკაიმ და მისმა მხარდამჭერებმა მოღვაწეობა ფერგანას ხეობაში, კოკანდში, კოკანდის სახანოს ყოფილ დედაქალაქში გააგრძელეს, სადაც ჯერ კიდევ იგრძნობოდა ძლიერი ანტობოლშევიკური განწყობები. კოკანდის მთავრობამ განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ 1918 წლის მარტში მოეწვია საკუთარი პარლამენტი, საყოველთაო და სამართლიანი არჩევნების საფუძველზე. პარლამენტში ადგილების 2/3 განკუთვნილი იყო მუსულმანი, ხოლო 1/3 არამუსულმანი დეპუტატებისთვის. ამგვარი პარლამენტის ფუნქციონირება პირველი ნაბიჯი უნდა გამხდარიყო თურქესტანის დემოკრატიზაციისკენ. მაგალითისათვის, იმავე პერიოდში შექმნილი თურქესტანის საბჭოთა რესპუბლიკის ტაშკენტის მთავრობაში 14 წევრიდან არცერთი არ იყო ძირძველი ადგილობრივი ხალხების წარმომადგენელი.

1918 წლის იანვარში წარდგენილი ულტიმატუმის მიუხედავად ჩოკაიმ უარყო ეღიარებინა საბჭოთა ხელისუფლება. თურქესტანის ავტონომიის გასანადგურებლად მოსკოვიდან ტაშკენტში ჩავიდა 11 ეშელონი ჯარითა და არტილერიით, შემდეგ დაიწყეს კოკანდის შტურმი და სამი დღის განმავლობაში სრულიად გაანადგურეს და გაძარცვეს უძველესი ქალაქი. მასობრივ ძარცვასა და განადგურებაზე პასუხი იყო მძლავრი ნაციონალურ-გამანთავისუფლებელი პარტიზანული მოძრაობის შექმნა, რომელსაც ბოლშევიკებმა ბასმაჩობა უწოდეს და მისი ლიკვიდაცია მხოლოდ 30-იან წლებში მოახერხეს.

მუსტაფა ჩოკაი საოცრად გადაურჩა სიკვდილს და საიდუმლოდ გაიქცა ტაშკენტში, სადაც ორი თვე არალეგალურად ცხოვრობდა და იმ პერიოდში შეხვდა თავის ძველ ნაცნობს მსახიობ მარინა გორინას, რომელზეც იქორწინა 1918 წლის აპრილში. თუმცა, საბჭოთა ხელისუფლება გამუდმებით მისდევდა მუსტაფას, რის გამოც 1921 წელს ტიფლისისა და სტამბულის გავლით ემიგრაციაში გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც პარიზის მახლობლად პატარა ქალაქ ნოჟან-სურ-მარნში დაბინავდა.

ევროპული ენების ცოდნა ჩოკაის საშუალებას აძლევდა მოხსენებით წარდგენილიყო პარიზში, ლონდონში, სტაბულში, ვარშავაში. მრავალმხრივი პოლიტიკური მოღვაწეობისა და დიდი აუდიტორიის წყალობით შოკაის ავტორიტეტი ევროპაში სწრაფად იზრდებოდა. ის სარგებლობდა პოლონეთის, საფრანგეთის, გერმანიის ხელისუფლებებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მხარდაჭერით, მაგრამ, ამავე დროს არ კარგავდა სამშობლოსთან კავშირს.

ანტისაბჭოური შეხედულებების მქონე ასეთ ცნობილ სახეს ევროპულ წრეებში არ შეიძლებოდა ნაცისტების ყურადღება არ მიეპყრო, რომელთაც დიდი გეგმები ჰქონდათ აღმოსავლეთისკენ. ჯერ კიდევ 1933 წელს ჩოკაი მიწვეული იყო ბერლინში, დოქტორ გეორგ ლიაიბრანდთან შესახვედრად, რომელიც რეიხის აღმოსავლეთის სამინისტროს პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელი იყო. იმ პერიოდში ხელისუფლებაში მისული ჰიტლერი აწყობდა საბჭოთა კავშირის დაპყრობის გეგმებს. საბჭოთა კავშირზე თავდასხის დღეს 1941 წლის 22 ივნისს ნაცისტებმა პარიზში დააპატიმრეს ყველა გამოჩენილი ემიგრანტი და ჩასვეს კომპენის ციხეში. იქვე აღმოჩნდა შოკაიც, რომელიც სამი კვირის შემდეგ წაიყვანეს ბერლინში და თვენახევრის განმავლობაში „ამუშავებდნენ" - სთავაზობდნენ ეხელმძღვანელა თურქესტანის ლეგიონისთვის, რომელიც უნდა შემდგარიყო დატყვევებული საბჭოთა თურქებისგან. გერმანელები დიდ იმედს ამყარებდნენ ჩოკაის ავტორიტეტზე. ლეგიონს ნაწილობრივ უნდა ჩაენაცვლებინა გერმანული ნაწილები აღმოსავლეთ ფრონტზე საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ.

ჩოკაიმ მოითხოვა გაეცნოთ მისთვის ბანაკებში დატყვევებული თანამემამულეების პირობები და შეძრწუნებული იყო მათი არაადამიანური ყოფით. მას შემდეგ, რაც 1941 წლის შემოდგომაზე სუვალკის, ვუსტრაუსა და ჩენსტოხოვას საკონცენტრაციო ბანაკები მოინახულა, მუსტაფამ წერილი მისწერა მესამე რეიხის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს გრუპენფიურერს იოახიმ ფონ რიბენტროპს, სადაც ასეთი ფრაზები იყო: „... ვხედავ რა თუ როგორ ექცევიან სამხედრო ტყვეებს იმ ნაციის წარმომადგენლები, რომლებმაც ისეთი გენიები აღზარდეს, როგორებიცაა: გოთე, ფეიერბახი, ბახი, ბეთჰოვენი, შოპენჰაუერი, არ შემიძლია მივიღო წინადადება სათავეში ჩავუდგე თურქესტანის ლეგიონს და უარს ვამბობ თანამშრომლობაზე. ჩემი გადაწყვეტილების ყველა შედეგს სრულად ვაცნობიერებ."

და ეს შედეგი ძალიან მალე დადგა. გააცნობიერა რა, რომ ჩოკაის გამოყენებას ვერ შეძლებდა, გერმანიის ხელმძღვანელობამ მისი ლიკვიდაცია გადაწყვიტა. იმ პერიოდში, როდესაც 1941 წლის 22 დეკემბერს ჰიტლერმა თურქესტანისა და სხვა ნაციონალური ლეგიონების შექმნის შესახებ ბრძანებულობას ხელი მოაწერა, ჩოკაი უკვე ბერლინის ჰოსპიტალ „ვიქტორიაში" მძიმე მდგომარეობაში (სავარაუდოდ მოწამლული) იწვა, სადაც 1941 წლის 27 დეკემბერს გარდაიცვალა.

ამის მიუხედავად საბჭოთა იდეოლოგიურმა მანქანამ გააგრძელა მასთან ბრძოლა და მიაწება მოღალატისა და ფაშიზმის მხარდამჭერის იარლიყი. მაგრამ, ისტორიკოსებმა, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდნენ საარქივო დოკუმენტაციას საფრანგეთში, გერმანიაში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მუსტაფა ჩოკაი, ვერ მიაგნეს ვერცერთ მტკიცებულაბას ამ ბრალდებებისა. არცერთ დოკუმენტში არ იქნა ნაპოვნი ინფორმაცია მისი ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობისა და „თურქესტანის ლეგიონის" შექმნაში მონაწილეობის შესახებ.

მეცნიერები ერთხმად თანხმდებიან, რომ მუსტაფა ჩოკაის სახელი არაფრით არის შებღალული. თავისი შეურიგებელი მტრის ბედის ხაზის ფალისფიცირებით, საბჭოთა ხელისუფლება აგრძლებდა შურისძიებას მასზე, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი ყაზახეთის სახელმწიფოს იდეის მატარებელზე.

მუსტაფა ჩოკაი დაკრძალულია ყაზახური წესჩვეულებებით ბერლინის მუსულმანურ სასაფლაოზე, ოცნების ეზოში, სადაც განისვენებენ ყველაზე გამოჩენილი თურქი მოღვაწეები. ფრანგულ ქალაქ ნოჟან-სურ-მარნში გახსნილია მუსტაფა შოკაის ხსოვნის კედელი და მისი სკულპტურა. პარიზში მის საპატივცემულოდ ერთ-ერთ ულამაზეს ბაღს ეწოდა მისი სახელი.

 

ალექსანდრე ანდრიაძე

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×