მარიკა ხორავა
02.10.2020

„შესაძლოა განცხადება უშუალოდ არჩევნებს უკავშირდებოდეს, მაგრამ დაპირება უკვე ითქვა. მმართველმა პარტიამ პირველად განაცხადა და აუცილებელია მივყვეთ ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება, ისევე როგორც მედია და ვნახოთ, რამდენად შესრულდება ეს ყველაფერი," - ასეთ კომენტარს აკეთებს პარლამენტის ექსპერტი ევროკავშირის საკითხებში ვანო ჩხიკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გააკეთებს.

„რადგან ახლა გაიხსნა ეს თემა, ვიმედოვნებ, ერთჯერადი ხასიათის არ იქნება. ბუნებრივია მივესალმები, რომ საქართველომ განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე. ვფიქრობ, ამაზე დისკუსია უფრო ადრე რომ დაწყებილიყო, უკეთესი იქნებოდა. საქართველომ ნელ-ნელა განაცხადი უნდა შეიტანოს. ამ ნაბიჯიის გადადგმის წინ მთელი რიგი სამუშაოები უნდა განხორციელდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც.

ქვეყნის შიგნით დემოკრატიის კუთხით არის სიტუაცია გასაუმჯობესებელი, განსაკუთრებით ეს მართლმსაჯულებას ეხება, კორუფციას, ადამიანის უფლებებს და შემდგომ ქვეყნის გარეთ მუშაობაა საჭირო ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან," - განაცხადა ჩხიკვაძემ.

მისივე თქმით, უცნობია, როდის გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რადგან არის ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ამისთვის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდათ.

„არიან ქვეყნები, რომლებიც ზოგადად დარწმუნებული არ არიან, რომ უფრო გაფართოვდეს ევროკავშირი და მით უფრო, გაფართოვდეს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქყვეყნების მიმართულებით. მათი დარწმუნება აუცილებლად საჭირო იქნება. შესაძლოა განცხადება უშუალოდ არჩევნებს უკავშირდებოდეს, მაგრამ დაპირება უკვე ითქვა. მმართველმა პარტიამ პირველად განაცხადა და აუცილებელია მივყვეთ ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება, ისევე როგორც მედია და ვნახოთ, რამდენად შესრულდება ეს ყველაფერი.

ძნელი სათქმელია, საქართველო ევროკავშირში როდის შევა. არიან ქვეყნები, რომლებმაც დაჩქარებულად და სწრაფად მოახრხეს გაწევრიანება, მაგალითად ფინეთმა, შვედეთმა და ავსტრიამ. თუმცა, არიან ქვეყნები, რომლებმაც განაცხადი გააკეთეს და ჯერ კიდევ ელიან მისაწვევს. შავიზღვისპირა ქვეყნებს, ბულგარეთსა და რუმინეთს, 10, 12 და 13 წელი დასჭირდათ გამხდარიყვნენ ევროკავშირის წევრები", - განაცხადა ჩხიკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდგე განაცხადა, რომ საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, რისთვისაც სხვადასხვა სფეროში ფუნდამენტური რეფორმებია გატარებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×