რეზონანსი
07.05.2024

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი მედიასაშუალებებისგან ითხოვს გამოქვეყნდეს პოლიტოლოგ ჯინ შარფის „198 წესი“, რომელიც დესტრუქციას ემსახურება და ეს წესები პირდაპირ გადმოაქვთ სხვადასხვა პერფორმანსის სახით საქართველოში პოლიტიკური უმცირესობის აქციებზე.

„ვთხოვ ტელევიზიებს, სხვა მედიასაშუალებებს და სოცმედიას, რომ გამოაქვეყნონ პოლიტოლოგ ჯინ შარფის ინსტრუქცია, რის შემდეგაც ყველა დაინახავს, რომ ქმედებები, რომელსაც აქციებზე ახორციელებენ - ლოცვები, ეკლესიაში მისვლა, მსახიობების ჩართულობა და სხვა, გაწერილია ჯინ შარფის „198 წესში“, რომელიც დესტრუქციას ემსახურება.

ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ კანონს გამჭვირვალობის შესახებ და მოიხსენიებენ რუსულ კანონად, ვერ ასახელებენ ვერცერთ არგუმენტს, თუ რატომ არის კანონი რუსული. აქამდე იყო ნედ პრაისი, ახლა არის მეთიუ მილერი, რომლებიც გვაწვებიან ისე, რომ კანონის სამართლებრივ მხარეში არ შემოდიან.

დიპლომატებისგან, გარე პარტნიორებისგან, იურისტებისგან, პოლიტიკოსებისგან - ვერავისგან მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი, თუ რატომ არის ეს კანონი რუსული. ახლა გადავიდნენ ჩემს კოლეგა ფეხბურთელებზე და მათ ათქმევინეს, რომ კანონი რუსულია და იქნებ მათგან მაინც მოვისმინო არგუმენტი, რატომ არის კანონი რუსული.

ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რაც ხდება და ამ კანონით ვიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. არაფრის არ გვეშინია. ჩემმა კოლეგამ დავით კაჭარავამ აქციის მონაწილეებს, როცა მის მანქანას გზა გადაუკეტეს, გადმოვიდა მანქანიდან და უშიშრად უპასუხა, რომ კანონი გამჭვირვალობის შესახებ არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს,“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×