თამთა ჩაჩანიძე
29.06.2022

რა მიზეზითაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რომ ნატო არ გაფართოებულიყო, ახლა ამის საწინააღმდგო მიიღო. თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას. სამიტზე კი აღინიშნა, რომ მოკავშირეები მზად არიან აღნიშნული პროცესი რაც შეიძლება მალე მოხდეს. ანალიტიკოსების აზრით, ამ ორ ქვეყანას ყოველგვარი მაპის გარეშე მიიღებენ. მიიჩნევენ, რომ  ეს ისტიორიული გადაწყვეტილებაა, რაც რუსეთისთვის კატასტროფაა, საქართველოსა და ალიანსში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის კი სტიმული.

როგორც ანალკიტიკოსები ამბობენ, ამით საქართველოს ნატოს წინაშე პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ექმნება, თეორიულად იმის შესაძლებლოიბა არის, რომ გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტული ქვეყანა მაპის გარეშე გაწევრიანდეს.

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ აღნიშნა, რომ თურქეთი დათანხმდა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას, გარღვევა კი მას შემდეგ მოხდა, რაც სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ მემორანდუმს "ერთმანეთის უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეების წინააღმდეგ სრული მხარდაჭერის გაწევაზე" მადრიდში ნატოს სამიტზე შეხვედრის შემდეგ.

„ნატოში ჩვენი გაწევრიანების კონკრეტულ ნაბიჯებზე ნატოს მოკავშირეები შეთანხმდებიან მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ახლა გარდაუვალია", - თქვა მან.

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ფინეთი და შვედეთი შეძლებენ წარმატებით შეუერთდნენ ალიანსს მას შემდეგ, რაც თურქეთმა ხელი მოაწერა აღნიშნულ სკანდინავიურ ქვეყნებთან ურთიერთგაგების სამმხრივ მემორანდუმს.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ ახლა გვაქვს შეთანხმება, რომელიც გზას უხსნის ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც მიემართება თურქეთის შეშფოთებას, მათ შორის იარაღის ექსპორტსა და ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგისვე განცხადებით, შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების სწრაფ რატიფიცირებას ელის.მისივე თქმით, შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების პროცესში მოკავშირეები მზად არიან, რომ აღნიშნული პროცესი რაც შეიძლება მალე მოხდეს.

„ჩვენ, სამიტზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ შვედეთი და ფინეთი მოვიწვიოთ, რათა გახდნენ წევრები, ეს უპრეცედენტოდ სწრაფი ქმედებაა. მოწვევის შემდეგ, ჩვენ გვჭირდება რატიფიკაციის პროცესი 30 პარლამენტში. ამას ყოველთვის გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ მე ასევე ველი, რომ ეს პროცესი სწრაფად წავა, რადგან მოკავშირეები მზად არიან სცადონ, რომ რატიფიკაციის პროცესი რაც შეიძლება მალე მოხდეს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე შეფასებით, ვლადიმერ პუტინს სურდა ნაკლები ნატო რუსეთის საზღვრებთან და ახლა ის მიიღებს მეტ ნატოს.

„უნდა გვახსოვდეს, რომ გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტმა პუტინმა წარადგინა ე.წ. უსაფრთხოების შეთანხმებები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები პრეზიდენტ პუტინისგან იყო, რომ ის წინააღმდეგი იყო ნატოს შემდგომი გაფართოების, მას სურდა ნაკლები ნატო, ახლა ის მიიღებს მეტ ნატოს თავის საზღვრებთან. ასე რომ ის, რასაც იღებს არის იმის საწინააღმდეგო, რასაც ითხოვდა,"- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კი თურქეთის გადაწყვეტილებას მიესალმა და მას "ფანტასტიკური სიახლე" უწოდა.

„შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება ჩვენს ბრწყინვალე ალიანსს უფრო ძლიერს და უსაფრთხოს გახდის", - დაწერა ბორის ჯონსონმა „ტვიტერზე".

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნატოს ეს გაფართოვება არსებულ რეალობაში, რაც რუსეთმა შექმნა, ალიანსში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის ერთგვარი სტიმულია.

„ევროკავშირისგან განსხვავებით ნატოში მიღების წესები განსხვავებულია. ეს გეოპოლირტიკური კონიუქტურით ნამდვილად განისაღვრება, რომელიც ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროცესმა დაამტკიცა. თურქეთმა შეცვალა პოზიცია და რას შეჰპირდნენ ამაზე ჯერ არ საუბრობენ, თუმცა მემგონი დათანხნდნენ იმაზე, რომ ის რუსეთის სანქიების პოლიტიკაში არ ჩაერთვება.

„მეორე, შესაძლოა სანქციები იმ თურქ ჩინოვნიკებს მოუხსნან, რომლებსაც თავის დროზე ამერიკამ დაასანქცირა. შესაძლოა ამერიკელებმა თურქები იმაშიც დაითანხმეს, რომ „ეფ-35" მეხუთე თაობის სამხედრო თვითმფრინავის წარმოების პროგრამაში დააბრუნებენ, ან შესაძლოა დამატებით შეიარაღებას გადასცემენ. თურქებმა შესაძლოა იქამდეც ივაჭრეს, რომ ერაყსა და სირიაში მათი ინტერესებოი დაცული იქნას. როგორც თურქები ამბობენ, ტერორისტებთან მიმართებაში რამდენად იქნება ზეწოლა, ეს ალბათ გამოჩნდება.

„თურქეთმა ამით კარგი კარტ-ბლანში მიიღო, რადგან გაისად საპრეზიდენტო არჩევნებია, ქვეყნის მმართველმა პარტიამ ერდოღანის კანდიდატურა კიდევ ერთხელ წამოაყენა, ეს ფაქტორი კი მას რეიტინგს კიდევ უფრო აუწევს. თურქეთის ეს ნაბიჯი შიდა მოხმარებაზეც იყო გათვლილი.

„როგორც ჩანს შვედეთსა და ფინეთს მაპის გარეშე გააწევრიანებენ, მათი სტრუქტურები ევროპულ სტანდარტებთან ისედაც ადაპტირებულია. ამ ეტაპზე შემგომი გაფართოვება სამწუხაროდ შესაძლოა არც განიხილებოდეს, უკრაინამაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მისი ალიანსში გაწვერიანების ინტერესი ჯერჯერობით არაა, მოლდოვას ნატოში გაწევრიანება ისედაც არ აინტერესებს.

„რაც შეეხება საქართველოს სიტუაციას, რა შენიშვნებიც ჩვენ ევროკავშირთან მიმართებაში მივღეთ, ეს ნატოზეც ვრცელდება. ნატო არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური ტიპის გაერთიანებაა, ბუნებრივია ეს ევროკავსშირის სტანდარტებთან ერთგვერ თანხვერდაშია, თუმცა ნატოს გაფართოვების მაგალითი ქვეყანას ერთგვარ სტიმულს აძლევს. შემდგომი სამიტი როდის იქნება ჯერჯრობით უცნობია",- განაცხადა მაისაიამ.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შვედეთსა და ფინეთს ნატოში მაპის გარეშე მიიღებენ, რაც საქართველოსაც აძლევს საშუალებას, რომ ალიანსის წინაშე თავის პოზიცია დააფიქსიროს.

„შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების თანხმობის სანაცვლოდ, თურქეთი გარკვეული დროის განმავლობაში პოლიტიკურად ვაჭრობდა, გარდა ამისა თურქეთი აქამდეც ალბათ იმიტომაც იკავებდა თავს, რომ მას რუსეთან ურეთიერთობების დაძაბვა არ სურდა.

„ახლა მიაღწიეს იმ შეთანხმებას, რომ შვედეთმა და ფინეთმა თურქეთს ჩემი აზრით, ის ადამიანები უნდა გადასცენ, რომლებიც 2016 წლის სამხედრო გადატრიალების შემდგომ ამ ქვეყნებში საცხოვრებლად გადავიდნენ. ჩემი აზრით, თურქეთის სპეცსამსახურებს კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდათ იმ პირებზე, რომლებიც გადატრიალებაში მონაწილეობას იღებდნენ.

„ფინეთს და შვედეთს ნატოში ყოველგვარი მაპის გარეშე იღებენ, შესაძლებელია საქართველომაც ნატოს წინაშე პოზიცია დააფიქსიროს, რომ თეორიულად იმის შესაძლებლოიბა არის, რომ გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტული ქვეყანა მაპის გარეშე გაწევრიანდეს.

„მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შვედეთი და ფინეთი ყველა წინაპირობას აკმაყოფილებენ, რომ ნატოს წევრები გახდნენ. ორივე ქვეყანა დემოკრატიულია, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გადაწყვეტილი აქვთ, სოციალურ ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარებულები არიან და ნატოს წესდების მეათე მუხლის შესაბამისად, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების საქმეში, მათ თავიანთი წვლილის შეტანა შეუძლიათ.

„ეს ორი ქვეყანა საქართველოსგან განსხვავებით წინაპირობებს აკმაყოფილებს, მაგრამ მაინც კარგია, შეიქმნა ისეთი პრეცედენტი, რომ მაპის გარეშე ორ ქვეყანას მიიღებენ. 1999 წლის ვაშინგტონის სამიტზე მაპი პირველად განისაზღვრა, როგორც გაწევრიანების ერთ-ერთი წინაპირობა, მაგრამ ახლა ეს პირველად მოხდა, რაც ძალიან საინტერესოა.

„1995 წელს ნატომ მიიღო დოკუმენტი, კვლევა გაფართოვების შესახებ, სადაც იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ნატოს წევრობა სურთ, კონკრეტული წინაპირობები იყო ჩამოყალიბებული. იქ გაწერილი იყო კონკრეტული რეკომენდაციები. რის მიხედვითაც ქვეყანა დემოკრატიული უნდა იყოს, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და სასაზღვრო დავები უნდა იყოს მოგვარებული, ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარებული უნდა იყოს, ასევე საჭიროა სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე და ა.შ.",- განაცხადა მან.

კითხვაზე რას ნიშნავს, როცა რუსეთმა პირიქით გაფართოვებული ნატო მიიღო, ჩიტაძე ამბპობს, რომ რუსეთმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა, მან მიიღო კიდევ ერთი სახელმწიფო ფინეთი, რომელიც უშუალოდ მას ესაზღვრება და შვედეთიც მასთან შორი-ახლოსაა. მან უფორ მეტი ნატო მიიღო, ვიდრე უნდოდა, პუტინის წინაპირობა იყო, რომ ნატო 1997 წლის პოზიციებს დაბრუნებოდა",- განაცხადა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×