თამთა ჩაჩანიძე
06.07.2022

მიტინგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ნაცმოძრაობასთან" აფილირებული პოლიტიკოსების საჯარო გამოჩენა, თავად ამ პოლიტიკოსებს ეთაკილებათ, იციან, რომ ქუჩაში საპროტესტი მუხტი კიდევ უფრო დავარდება, ამიტომაც ის ახალგაზრდა აქტივისტები გამოიყვანეს, რომლებიც პოლიტიკაში საერთოდ ვერ ერკვევიან, ვიწრო ერუდიცია აქვთ და, ბუნებრივია, საზოგადოება ასეთ არასერიოზულ ნაბიჯებს ვერ მიიღებს - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესაფებისას განაცხადა.

მას მიაჩინა, რომ 3 ივლისის აქციის უშინაარსოდ დაშლამ საპროტესტო მუხტი მნიშვნელოვნად შეანელა და დიდი ალბათობით შესაძლოა მომდევნო აქციები ისეთივე მასშტაბური აღარ იყოს.

„რადიკალური ოპოზიციის მიერ ჩატარებული ნებისმიერი აქცია წარუმატებლობისთვისაა გაწირული, იქიდან გამომდინარე, რომ უწინარესად დიდი დაპირისპირებაა თავად ორგანიზატორებს შორის. ერთმანეთის საჯარო დამუნათება ხდება და მეორე ის მოთხოვნები, რასაც მაგალითად ე.წ. ტექნიკური მთავრობა ჰქვია, სრულიად უაზრო და არასერიოზულია.

„ამ მიტინგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ნაცმოძრაობასთან" აფილირებული პოლიტიკოსების საჯარო გამოჩენა, თავად ამ პოლიტიკოსებს ეთაკილებათ, რადგან იციან, რომ ქუჩაში საპროტესტი მუხტი კიდევ უფრო სწრაფად და მასშტაბურად დავარდება, ამიტომაც ის ახალგაზრდა აქტივისტები გამოიყვანეს, რომლებიც პოლიტიკაში ასაერთოდ ვერ ერკვევიან, ვიწრო ერუდიცია აქვთ და ბუნებრივია საზოგადოება ასეთ არასერიოზულ ნაბიჯებს ვერ მიიღებს.

„წლებია საუბარი იმაზე, რომ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიცია უნდა იყოს, რომელიც მთავრობის ჩამოგდებაზე კი არაა ორიენტირებული, არამედ იმაზეა, რომ თავი ამ მთავრობის კიდევ უფრო უკეთეს ძალად წარმოაჩინოს, რასაც სამწუხაროდ მრავალი წელია ვერ ვხედავთ.

„რეალობა ისაა, რომ პროტესტზე მათი მორიგი ანონსები, სექტემბრამდე ოთხი მოთხოვნა და ა.შ. ისევ არასერიოზულად დარჩება და პროტესტის გამომხატველ ელექტორატს ისევ გააწბილებენ. თუ ოპოზიციის წიაღში გადაჯგუფება არ მოხდა და კონსტრუქციული აქტორები არ შეიკრიბნენ, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება სამწუხაროდ სულ ასეთ წრეზე ირბენს. საქართველოს კონსტრუქციული და ძლიერი ოპოზიცია უნდა ჰყავდეს, რომელიც პოლიტიკური პროცესებისთვის ყოველთვის აუცილებელია," - განაცხადა აბაშიძემ.

ამბობს, რომ ზაფხულში ისეთივე საპროტესტო მუხტი აღარ იქნება, როგორიც წინა სამ საპროტესტო აქციაზე იყო.

„ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ რეალისტური გეგმა წარმოადგინა, რაც თავად ბრიუსელშიც კი ზუსტად იმ ევროპარლამენტარებმა მოიწონეს, ვინც „ოცნების" ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებენ.

„ახლა სეზონურობიდან გამომდინარე ხალხი დასასვენებლად მიდის და ბუნებრივია ვერანაირი მასშტაბური პროტესტი ვეღარ იქნება. სექტემბერში კიდევ შესაძლოა იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი კვლავ ერთჯერადი სახის იქნება, რადგან არც სექტემბერში და არც მანამდე იმის მოლოდინი არაა, რომ ოპოზიცია გადასხვაფერდება, სერიოზული სპიკერები ეყოლებათ და სერიოზულ გეგმას წარმოადგენენ", -განაცხადა აბაშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×