თეონა ვეშაგური
18.07.2022

ბოლო დროს წამოვიდა კოვიდ 19-ის ახალი შტამი. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე. ღმერთმა ნუ ქნას, ჩამოყალიბდეს კიდევ ახალი, ბევრად ძლიერი შტამი, რომელიც უფრო გამძლე იქნება და ბევრად ცუდ გავლენას მოახდენს ადამიანებზე ჯანმრთელობის თვალსაზრისით. - ამის შესახებ ინფექციონისტი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრობს.

მისივე თქმით, ამჟამად არ დგას საჭიროება სავალდებულო პირბადეებისა, ან გარკვეული შეზღუდვების დაწესების, მაგრამ, რთულია პროგნოზირება რა იქნება მომავალში.

„ბოლო დროს წამოვიდა ახალი შტამი, მოგეხსენებათ ბევრად მეტია გავრცელება, მაგრამ არ არის ძალიან დამთრგუნველი და შედარებით ნაკლები ლეტალობით გამოირჩევა. თუმცა, ამაზე არ უნდა დავხუჭოთ თვალი და მაინც ვიყოთ ყურადღებით. მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ის ელემენტარული რეკომენდაციები, რაც დაგვეხმარება ვირუსის პრევენციისთვის.

„მართალია, ახლა რთულია ადამიანებს მოუწოდო გამოიყენონ პირბადე სახლშიც, მაგრამ ის უნდა ეკეთოთ თავშეყრის ადგილებში და განსაკუთრებით კლინიკებში.

„რაც შეეხება ინფიცირებულთა რიცხვის გაზრდას, ეს იქნება დამოკიდებული რამდენად იქნება ვირუსი გამძლე და რამდენად გამოიწვევს პასაჟირებას, ანუ მუტაცია გარკვეული თვეისებების ჩამოყალიბებას მასში. ამ ეტაპზე რთულია წინასწარი პროგნოზირება როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ, რადგან შესუსტებისკენ წავიდა კოვიდი, იმედია, რომ ასე გაგრძელდება.

„რაც შეეხება რეგულაციებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მოსალოდნელი პირბადის ტარება, თუ დამძიმდება ვირუსით გამოწვეული დაავადებების მიმდინარეობა და ღმერთმა ნუ ქნას, თუ ჩამოყალიბდა „კიდევ"-ის ახალი ბევრად ძლიერი შტამი, რომელიც უფრო გამძლე იქნება და ბევრად ცუდ გავლენას მოახდენს ადამიანებზე ჯანმრთელობის თვალსაზრისით.

"ჯერჯერობით არ დგას ეს საჭიროება. იყო დრო ვატარებდით პირბადეებს უბრალო გაციების დროსაც, მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა, ძალიან ძნელია ამ სიცხეში ადამიანს კიდევ დაავალდებულო პირბადე", - განაცხადა ხმალაძემ „რეზონანსთან".

ამასთან, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აღინიშნება „კოვიდის" ახალი შემთხვევების მატება, რაც მოსალოდნელი იყო.

მაგრამ ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლი კარგად მომზადებული შეხვდა შემთხვევების მატებას, რისი უტყუარი დადასტურებაა ის, რომ არცერთი „კოვიდ" ავადმყოფი არ რჩება დროული და ეფექტიანი სამედიცინო მომსახურების გარეშე. რის შედეგადაც ხდება, რომ გარდაცვალების შემთხვევები ნარჩუნდება მინიმალურ ნიშნულზე - დღეში 0 ან 1 გარდაცვალება.

ცერცვაძე ასევე აღნიშნავს, რომ პანდემია მალე არ დასრულდება და საზოგადოებამ ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ისწავლოს.

„მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც იკვეთება ტენდენცია, რომ კოვიდ პანდემია მალე არ დასრულდება და შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ კოვიდ-თან „თანაცხოვრება" და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვალების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და თავიდან ავიცილოთ კოვიდ-ის ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხზე და ქვეყნის ეკონომიკაზე.

"ამის გარანტია, ვაქცინაციით მოცვის გაზრდის (ბუსტერ-დოზების ჩათვლით) გარდა, არის დროული დიაგნოსტიკა, დროული კომუნიკაცია ექიმთან და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დროული დაწყება. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში არცერთი კოვიდ ავადმყოფი, ვინც დროულად ჩაიტარა დიაგნოსტიკა და შეასრულა ექიმის რეკომენდაციები, არ დამძიმებულა და მითუმეტეს არ გარდაცვლილა.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ „ომიკრონის" შტამებით გამოწვეული ვირუსის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან. ამიტომ აუცილებელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე უკლებლივ ყველამ ჩავიტაროთ კოვიდ ტესტირება, რაც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომია და „კოვიდ"-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები.

"ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვის და საჭიროებისამებრ მკურნალობის დროული დაწყების შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და მითუმეტეს არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ კოვიდ-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა. მინდა დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს და ყველა „კოვიდ"-კლინიკას სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად გამოიყენონ „პაქსლოვიდი" და/ან „რემდესივირი". ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით „კოვიდ"-ავადმყოფის სიცოცხლეს", - წერს ცერცვაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×