ია აბულაშვილი
06.09.2022

პრეზიდენტის ინსტიტუტი დღეს სიმბოლოებით არის გაჯერებული და აქედან გამოსული არასწორად ფორმულირებული სიტყვა შეიძლება საზიანო იყოს ქვეყნისთვის - ასე ეხმაურება უმრავლეობობის წევრი ლადო კახაძე პრეზიდენტის სასახლეში სამშაბათს გამართულ ღონისძიებას.

საქართველოს პრეზიდენიმა სალომე ზურაბიშივლმა ორბელიანების  სასახლეში საერთაშორიოს კონფერენციის „დიდება უკრაინის“ მონაწილეებს უმარსპინძლა. კონფერენცია მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინტიტუტისა და ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრის ეგიდით ჩატარადა. მასში მონაწილეობდნენ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები და დიპლომატები. კონფერენციის მთავარი თემა იყო უკრიანის ომის შედეგად შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობა.

კონფრენციაში მონაწილეობაზე უარი თქვა მმართველმა გუნდმა, რომლის წარმომადგენლებიც ორბელიანების სასახლეში იყვნენ მიწვეული. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამის მიზეზებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და ეს კონფერენცია შეაფასა, როგორც ტრიბუნის მიცემა რადიკალური ჯგუფებისთავის.

„ამ კონფერენციაზე, მათ შორის პანელებზე, წარმოდგენილი არიან რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც მიაგდეს პარლამენტის მანდატები. დღემდე საუბრობენ რეჟიმის ცვლილებაზე. ეს არის ტიპიური რადიკალური დღის წესრიგი და ტრიუბნის მიცემა რადიკალური ჯგუფებისთვის. ქართველი ხალხის წინაშე ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, არის იმაში, რომ არ წავახალისო რადიკალური დღის წესრიგი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ორბალინის სასახლეში მიწვეულ სტუმრებთან სწორედ იმ ახალ პოლიტიკურ რეალობას გაუსვა ხაზი, რომელიც დღეს უკრაინასა და საქართველოს წინაშე დგას.

„რუსეთი აღარ არის ძლიერი და ის დასრულდა... და ჩვენთვის, საქართველოსთვის, მნიშვნელოვანია შევაფასოთ ეს ცვლილებები. საქართველოს მოსახლოებამ აჩვენა სად დგას, სად დგას უკრაინასთან მიმართებაში. ჩვენ, ვინც ქვეყნის სათავეში ვართ, იქნება ეს მმართველი გუნდი, ოპოზიცია თუ ინსტიტუციური ლიდერები, ყველანი პასუხისმგებლები ვართ და ყველას მოგვიწევს პასუხის გაცემა მომავალი თაობისთვის, თუ როგორ ვიმოქმედოთ ამ საინტერესო დროს, როდესაც უეცრად ისტორიამ და უკრიანამ ახალი პერსპექტივა შემოგვთავაზა“, - ეს არის ამონარდი სალომე ზურაბიშვილის სიტყვიდან.

„ჩვენს ქვკყანაში სიტყვის თავისუფლებაა, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოთქვას აზრი და ამას არ კრძალავს ჩვენი ქვეყანა. მაგრამ ნებისმიერი სიტყვა არ უცნდა იყოს უდროოდ ნათქვამი, მასში არ უნდა იყოს გამოვლენილი პირადი ინტერესი, ან შური.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მე მას მხარი დავუჭირე იდეის გამო, რომლის განსახიერებაც იყო სალომე ზურაბიშვილი.  იდეას, რომ არ დარღვეულიყო კავშირი წარსულსა და მომავალს შორის, წარსულს, წითელმა არმიამ რომ შეიწირა ჩემი წინაპარი. ამ აზრზე ვარ დღესაც. მაგრამ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში სიმბოლოებით არის გაჯერებული, აქედან გამოსული არასწორად ფორმულირებული სიტყვა, საზიანო იქნება ქვეყნისთვის“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლადო კახაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×