ელზა პაპოშვილი
28.09.2022

როგორი უნდა იყოს ოფიცილური თბილისისგან რეაგირება ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტზე? რას ნიშნავს ლუკაშენკოს მოულოდნელი ვიზიტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და აპირებს თუ არა ის მის აღიარებას. რას შეცლის ეს საქართველოსა და ბელარუსიის ურთიერთობაში? რატომ გადადგა ახლა ლუკაშენკომ ეს ნაბიჯი?  

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ მიიჩნევენ, რომ პირველი არც ახლა ჩვენმა ხელისუფლემა უნდა გააკეთოს ბელარუსიის ელჩი ქვეყნიდან გააძევოს. ეს ქმედება ოფიცილური თბილისისგან რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, რადგან სხვა ქვეყნის ლიდერებისთვის ეს წამახალისებელი საქციელი არ აღმოჩნდეს. მათი აზრით, იმედია  ლუკაშენკო მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება და ის აფხაზეთის აღიარებაზე არ წავა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოსა და ბელარუსის პოლიტიკური თუ დიპლომატიური ურთიერთობები დასრულდება.  

უკვე ცნობილი ხდება, რომ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, საქართველოში ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელორუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა. ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტი ჩავიდა.ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

ბჟანიამ და ლუკაშენკომ ისაუბრეს "ორმხრივ თანამშრომლობაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაზე, მიმოიხილეს საერთაშორისო მოვლენები, არსებული გამოწვევები და საფრთხეები."

აღსანიშნავია რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს მასპინძლობს ბიჭვინთის იმ აგარაკზე, რომელიც, სავარაუდოდ, მალე პუტინის საკუთრებაში გადავა.   

აფხაზეთი არის სამოთხე დედამიწაზე, ხალხი კი წმინდანები, ჩვენ გვინდა თქვენთან ავაგოთ არა მხოლოდ მეგობრობის ხიდი, არამედ დავამყაროთ ძალიან სერიოზული ურთიერთობები, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერ ასლან ბჟანიასთან ბიჭვინთაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ლუკაშენკომ განაცხადა, აფხაზეთთან სერიოზული ურთიერთობების დამყარება სურს.

„მე გამოცდილი ადამიანი ვარ, მრავალი წელია, პოლიტიკაში ვარ. ვისაუბროთ, ვიფიქროთ როგორ ვიცხოვროთ. მთავარი ის არის, რომ აქ ხალხი ღირსეულად ცხოვრობდეს, რადგან ეს სამოთხეა დედამიწაზე. საბჭოთა დროიდან მახსოვს, როცა აქ ვიყავი. ამიტომ, ჩვენ გვინდა დავამყაროთ არა მხოლოდ მეგობრობის ხიდი, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს.

„გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინთან აფხაზეთის პრობლემები განვიხილეთ. ღამემდე ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება. მას დახმარება სჭირდება, რათა ეს აყვავებული მიწა, ხალხი, ვინც აქ ცხოვრობს, ნორმალურად ცხოვრობდეს“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.   

მზადდება ახალი „სამოკავშირეო სახელმწიფო“, რომელშიც რუსები შეათრევენ ბელარუსს და ცდილობენ, შეათრიონ აფხაზეთიც, ალბათ ამაზეა ამ ეტაპზე ლაპარაკი. თუ ეს გაკეთდება, ლუკაშენკო შეეცდება თავიდან აიცილოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, მაგრამ რამდენად გამოუვა, სხვა ამბავია, - ასე აფასებს საგარეო პოლიტიკის ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში და აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შეხვედრას.

საერთაშორიოს საკითხების ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინაში მიმდინარე ომმა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა,ამიტომ მას პოლიტიკური მანევრირება უჭირს. დასავლეთისგან ხელნაკრავი ვეღარ იგებს რა ქნას, ეს კი სამწუხაროდ როგორც ჩანს,  კონკრეტულად აფხაზეთის აღიარებაზე აისახება. 

„ლუკაშენკოს ძალიან კარგად ემსის აფხაზეთის აღიარება მას რუსეთის ბანაკში სამუდამოდ გადაისვრის და საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭების შედეგად სრულ იზოლაციაში ექცევა. 

იმედი მაქვს, რომ მას გონიერება ეყოფა და აფხაზეთის აღიარებას დროში გაწელავს. თუ მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლა, მაშინ ის თამაშობს  და აღიარებას არ უნად ველდოთ. თუ მან აფხაზეთი მაინც აღიარა, ჩვენ გავწყვეტთ ბელორუსთან დიპლომატიურ ურთიერთობას, რაც მათ საბოლოოდ გადაისვრის ბნელ მხარეს. მანამდე ასეთი მკვეთრი ნაბიჯი არ გადაუდგიათ, არ ჩარეულან ომში და წითელი ხაზები არ გადაუკვეთიათ, ამის შემდეგ ამ რეჟიმის მობრუნება შეუძლებელი იქნება. ამიტომაც იმედი ვიქონიოთ, რომ ის თავს ასე არ გაიწირავს“, - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.  

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი  კი მიიჩნევს, რომ ლუკაშენკოს რა განზრახვაც არ უნდა ჰქონდეს აფხაზეთში ვიზიტისა, თბილისი მხრიდან მინიმუმ ნაბიჯებია გადასადგმელი.  ანალიტიკოსი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ შესაძლებელია განხილულ იქნას ბელარუსის ელჩის გაძევების საკითხი საქართველოდან, რადგან რეაგირების გარეშე ეს საკითხი არ უნდა დარჩეს. მისი აზრით, ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში ჩვენი ხელისუფლებისთვის რუსეთისგან კიდევ ერთხელ გაწნული სილაა. ნიშანი იმის, რომ საქართველოს სირაქლემას პოზაში ყოფნა არ შველის და იმ ილუზიის დასასრული, თითქოს რუსეთთან დათმობის პოლიტიკა მუშაობს. 

„შეუძლებელია ჩვენი ხელისუფლება ასე დამამული დიდი  ხანი იყოს. უბრალოდ გეოგრაფიას ვერ შეცვლი და გვინდა თუ არა ამ გეოპოლიიტკური დუღილის ნაწილი ვართ. შეუძლებელაი რუსეთ - უკრაინის ომი და რეგიონში დაწყებული რყევები ჩვენზე არ აისახოს.ამის ნათელი მაგალითი კი ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტია. არ ვიცი მოჰყვება თუ არა ამას მისი მხრიდან აფხაზეთის აღიარება, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცა პორცესია დაწყებული. ამიტომ სასწრაფოდ რაც უნდა გავაკეთოთ, ქვეყნიდან ელჩი უნდა გავაძევოთ. უნდა გავწყვიტოთ დიპლომატიური ურთიერთობები ბელარუსთან და მივიღოთ სხვა ზომებიც, რომელიც ამ დროს არის გასატარებელი. 

კონსულტაციებია დასაწყები დასავლეთის ქვეყნებთან, რომ ეს პროცესი არ გადაედოს სხვა ქვეყნებსაც. თუმცა როგორ მოხერხდება ეს კონსულტაციები ცოტა საეჭვოა. ყველა მიმართულებით ამის მცდელობა უნდა გვქონდეს. ახლა თუ ეს გავატარეთ, მსგავსი საქციელი სხვა ქვეყნებისგანაც არის მოსალოდნელი. ყველაზე მკაცრი რეაგირებაა საჭირო საქართველოს მხრიდან“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×