ია აბულაშვილი
01.11.2022

დეპუტატების მიერ გადაგმულმა ნაბიჯმა პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით ჩიხში უნდა შეიყვანოს ხელისუფლება და  ჩიხიდან უნდა გამოიყვანოს სახელმწიფო - ასეთია „ნაციონალური მოძაროაბის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას პათოსი პარლამენეტის დატოვებასთან დაკავშრებით, რომლისკენაც ოპოზიციას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა.

„პირველ რიგში უნდა დატოვოთ პარლამენტი. ეს არ გადაწყვეტს სიტუაციას, მაგრამ ეს დაძაბავს სიტუაციას და მოახდენს ლუსტრაციას. ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლისგანაც 24-საათიან ლანძღვას ვიგებთ ჩვენს ხელისუფლებაზე, ამ ნაბიჯში წამოგვყვებიან“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

მიუბრუნდება თუ არა ოპოზიცია უკვე არაერთხელ ნაცად ხერხს - პარლამენტის ბოიკოტს - ჯერ უცნობია, თუმცა ამ საკითხზე  ამ დრომდე ოპოზიციაშიც ვერ თანხმდებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის დატოვებაში გამოსავალის ძიება წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებას ჰგავს.

„კვლავ გაისმის მოწოდებები პარლამენტის დატოვების შესახებ. მოტივები სვხადასხვაა - გულუბრყვილო-სენტიმენტებიდან დაწყებული პრაგმატულ-ეგოისტურით დამთავრებული. პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადება პათეტიკურ-ეგზისტენციალურია. მსგავსი ნაბიჯი შეიძლება რაღაცის დამაგვირგვინებული ყოფილიყო. ახლა მიზეზების ძიებას რომ არ მოვყვე, ეს უკვე გვიანია, ვემზადოთ არჩევნებისთვის და გამოვიყენოთ პარლამენეტის მწირი რესურსი გასაძლიერებლად. მწირი იმიტომ, რომ თავად ოპოზიციამ შევუწყვეთ ხელი ასეთი გამხადარიყო“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

„ლელოს“ ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი კი აცხადებს, რომ პარლამენტის დატოვების გადაწყვტილებას ქართველ ამომრჩეველთა მხოლოდ 3% უჭერს მხარს, 97%-ს კი მიაჩნია, რომ პარლამენტში საქმიანობა მნიშვნელოვანია.

„ამ პოლიტიკურ მოცემულობაში, რომელშიც ვართ, გაუგებარია რა შედეგს მოიტანს პარლამენტის დატოვება. ყველამ უნდა ახსნას რა შედეგი მოჰყვბა ამას. ქართველი ამომრჩევლის მხოლოდ 3 პროცენტი ემხრობა პარლამნეტის დატოვებას“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

პოლიტოლოგი რამაზ საყარალიძე დარწმუნებულია, რომ ბოიკოტის თემას მხარდაჭერა არ ექნება თავად ოპოზიციაში.

„ერთხელ ხომ იყო ასეთი ფრაგმენტი, რომელიც მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით დასრულდა და ოპოზიცია შეიყვანა პარლამენტში. არ ვიცი ვის უნდა ოპოზიციის ქუჩაში დატოვება, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ იდეის გაშემო იკრიბებიან ის ადამიანები, ვინც ქართულ პოლიტიკური სცენის ჩრდილში მოხვდნენ.  

„ადრე ნათელაშვილისგან ისმოდა მსგავსი მოწოდებები. დღეს  ეს პოზა აქვს ნიკა მელიას, რომელმაც პოლიტიკური წონა ვერ შეიძინა. არ ვიცი ბოიკოტის მიმდევრები რამდენად აცნობიერებენ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბოიკოტის რეჟიმს. ვფიქრობთ, ამ იდეას მხარდაჭერა არ ექნება არც პოლიტიკური სპექტრის შიგნით, მით უფრო დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რადგან დღეს ევროპას სჭირდება მშვიდი საქართველო, ბოიოტი კი დესტაბილიზაციის ფორმაა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×