ია აბულაშვილი
04.11.2022

ოპოზიციის გაერთიანებას, რასაც ბოლო დღეებია, აქტიურად აანონსებს ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, ოპოზიციაში დიდი გაურკვევლობაა, ვინ რა თამაშს თამაშობს. როგორც ჩანს, „სტრატეგია ამღაშენებლის" ლიდერ გიორგი ვაშაძეს უნდა, რაღაც ნიშა დაიკავოს და ფუნქცია შეიძინოს.

„სტრატეგია აღმაშენებელი," „გირჩი-მეტი თავისუფლება" და „დროა" საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიის ფორმირების იდეით გამოდიან. ვაშაძე, ჯაფარიძე და ხოშტარია ფიქრობენ, რომ პრაიმერიზის მექანიზმი იქნება ყველაზე სანდო სოციოლოგია.

სამეულის ინიციატივას ჯერჯერობით არ იზიარებს პოლიტიკური სპექტრის ნაწილი, "ნაცმოძრაობამ" იდეა უკვე დაიწუნა. „ლელოში" ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური დღის წესრიგი პარტიის გაძლიერებაა, „მოქალქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი კი ამბობს, რომ „ნახევარმილიონიანი ელექტორატი ყოჩის გარეშეა დარჩენილი და რამდენიმე ოპოზიციონერმა გადაწყვიტა, ამ ხმების ტალღას დააჯდეს." „ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ „რადიკალურ ოპოზიციაში" რადიკალური ნიშის დასაკავებლად დიდი დავიდარაბა დაიწყო.

„ბევრი გაერთიანება გვინახავს. ასეთი მოწოდება იყო 2020 წლის არჩევნებზეც. ვნახეთ, რომ დიდი შედეგი გაერთიანებას არ აქვს. მაშინ, როცა ერთიანდებიან დაბალრეიტინგიანი პარტიები, ამომრჩეველი ფიქრობს, რომ ეს გაერთიანება მოხდა ძველი „ნაციონალური მოძრაობის" აღსადგენად, რადგან ეს პარტიები ყოფილი „ნაციონალები" არიან. ამომრჩეველი უფრო მობილიზებული ხდება და არ აძლევს ხმას. ანუ ამომრჩეველს მათი მოშვება უკან, ხელისუფლებაში აღარ უნდა. როგორც ჩანს, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერ გიორგი ვაშაძეს მეტი პოლიტიკური გაქანება აღარ აქვს, მას უნდა, რაღაც ნიშა დაიკავოს და ფუნქცია შეიძინოს, ფუნქცია კი ოპოზიციის გაერთიანებაა. რაც შეეხება პრაიმერიზის იდეას, პარტიებს შორის პრაიმერიზი ადრეც ჩატარებულა, მაგრამ პრაიმერიზს კი არა, არჩევნებს აღარ აქვს ნდობა. ამჟამად მიჭირს იმ სურათის დანახვა, ამ შერკინებაში ვინ გაიმარჯვებს, ან ვინ რა თამაშს თამშობს," - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×