თამთა ჩაჩანიძე
02.12.2022

მესიჯი, რომ თითქოს სააკაშვილი პოლიტიკიდან გასვლას აპირებს, პირველად არ ჟღერდება, ესეც ხელისუფლების სიფხიზლის მოდუნებას თუ მის დამშვიდებას ემსახურება. თითქოს პირობას იძლევიან, რომ მიშა პოლიტიკაში აღარ ჩაერევა და თქვენ ამ პრობლემისგან თავისუფლები ხართო, თუმცაღა ადამიანი ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს, რომ დაიჯეროს - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და იმ განცხადებებზე საუბრისას, რომელიც სააკაშვილის მხარდამჭერებმა და ოჯახის წევრებმა გააკეთეს.

ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ დასავლეთის გარკვეულმა წრეებმა სააკაშვილში გარკვეული ინვესტიციები ჯერ კიდევ 2003 წელს ჩადეს და იმ პირობებში, როცა დღეს ქართულ ოპოზიციაში ქარიზმატული და რეიტინგული ლიდერი ისევ არ ჩანს, სააკაშვილის რესურსს ბოლომდე ამოწურავენ.

„მიხეილ სააკაშვილის დედის, ვაჟის და მისი ოჯახის წევრების მხრიდან განცხადებებს ერთი მიზანი აქვთ, რომ როგორმე ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინონ, ქვეყნის და მის ფარგლებს გარეთ კი საზოგადოებრივი განწყობები დაამკვიდრონ. ამერიკული პიარ-კომპანია სწორედ ამისთვის დაიქირავეს, რომ მთავარ მიზანს მიაღწიონ - სააკაშვილი გაათავისუფლონ და ქვეყნის ფარგლბს გარეთ გაიყვანონ.

„მესიჯი, რომ თითქოს სააკაშვილი პოლიტიკიდან გასვლას აპირებს, პირველად არ ჟღერდება, ესეც ხელისუფლების სიფხიზლის მოდუნებას თუ მის დამშვიდებას ემსახურება, თითქოს პირობას იძლევიან, რომ მიშა პოლიტიკაში აღარ ჩაერევა და თქვენ ამ პრობლემისგან თავისუფლები ხართო.

„თუმცაღა ადამიანი ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს დაიჯეროს, რომ როცა სააკაშვილი ფორმაში ჩადგება ისევ პოლიტიკური საქმიანობას არ დაიწყებს და არ იტყვის, რომ მაშინ ასე ამიტომ მოვიქეცი საჭირო იყო, რომ პუტინისტური რეჟიმისგან თავი დამეღწია და ახლა ხელახლა გავაგრძელებ ბრძოლასო, ანუ ჩვეულ სტილში გააგრძელებს.

„ვვარაუდობ, რომ დასავლეთის გარკვეულმა წრეებმა, 2003 წლიდან სააკაშვილში გარკვეული ინვესტიციები ჩადეს, შემდეგ იყო „ვარდების რევოლუციის" ექსპორტი სხვადასხვა ქვეყნებში, ისინი ასეთ ინვესტიციებს ასე ადვილად არ თმობენ, ანუ სანამ მათ მიერ გამოზრდილი ლიდერისგან ბოლო საშუალებებს არ გამოწუირავენ, თავს არ დაანებებენ.

„ჩემი აზრით, ის კამპანია, რაც ახლა დასავლეთში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნითაა აგორებული, იმ მცდელობის ნაწილია, რომ ციხიდან როგორმე გამოიყვანონ, ქვეყნიდან გაიყვანონ და ის ბოლო რესურსები, რაც კი სააკაშვილს ჯერ კიდევ დარჩა, ბოლომდე იქნას გამოყენებული, სანამ მას საბოლოოდ ხაზს გადაუსვამენ და ჩათვლიან, რომ ის უკვე გამოუყენებელი ფიგურაა.

„მე მაინც მგონია, რომ მასში (სააკაშვილში) რაღაცა რესურსს ჯერ კიდევ ხედავენ. ქართულ ოპოზიციის რიგებშიც ქარიზმატიული ძლიერი ლიდერი არ გამოჩნდა. არცერთი ოპოზიციონერი ჯერჯერობით იმ ფორმაში არაა, რომ საზოგადოების მასების მობილიზება მოახდინოს, ამიტომაც, როგორც ჩანს, დასავლეთში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ სააკაშვილი ამას შეძლებს. თუ ნახეს, რომ მიშამ ეს ვერ მოახერხა, მერე, ალბათ სხვა ლიდერის ძებნას დაიწყებენ.

„ამას წინათ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ისინი საქართველოში მაია სანდუს მსგავს ლიდერს ეძებენო, ანუ ლიდერის ძებნის პროცესია, მაგრამ ვიდრე ახალს იპოვიდნენ, უნდათ, რომ სააკაშვილისგან ბოლო შესაძლებლობები გამოწურონ. თუკი მას ლიდერობა ჯერ კიდევ შეუძლია, ბოლო რეესურსი გამოიყენონ, ყველა მცდელობა ამას ემსახურება.

„დღეს სააკაშვილის პოლიტიკური აქციები საკმაოდ დაცემულია, მაგრამ სათანადო პოლიტიკური პიარის პირობებში, როგორც ჩანს იმედი აქვთ, რომ მის პოლიტიკურ რეანიმაციას მოახდენენ. არსებობს ასეთი მოსაზრება, რომელსაც არსებობის უფლება აქვს, რომ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, შესაძლოა ისეთი ეფექტური ვერ აღმოჩნდეს და მან ისე ვერ ილიდეროს, როგორც 2003 წელს, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც აქვთ იმის იმედი, რომ ელექტორატში ის ხალხი მაინც არის დარჩენილი, რომელიც სააკაშვილს ძველ ფორმაში თუ დაინახავს, რატომღაც გაჰყვება.

„დღეს ხალხი სააკაშვილის გასათავისუფლებელ აქციებზე იმიტომ არ მიდის, ხედავენ, რომ მათი ბელადი ასეთ მდგომარეობაშია. ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ასეთი ლიდერები მაინცდამაინც დიდი პატივისცემით არ სარგებლობენ, როგორი მხარამჭერაც არ უნდა ჰქოდეს. თუ სააკაშვილმა ისევ თავისი ძველი ფომა აჩვენა, ციხიდან გამოვიდა, საზღვარგარეთ წავიდა და მხარდამჭერები დაპირებებით იქიდან გამოკვება, რომ აუცილებლად ჩამოვა და რაღაცას მოახდენს, როგორც ჩანს გარკვეულ ჯგუფებს იმის იმედი აქვთ, რომ სააკაშვილი რესურსად ჯერ კიდევ გამოდგება",- განაცხადა ანჯაფარიძემ „რეაონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×