ნატალია ჯვარიძე
12.04.2024

პოლიტოლოგ ედიშერ გვენეტაძის აზრით, „გორბის" კვლევა, სადაც „ოცნებას" 60%-იანი რეიტინგი აქვს, რეალობასთან ახლოსაა. მეტიც, ის ფიქრობს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა შემოდგომაზე გაცილებით მეტს, 70%-დან 75%-მდე აიღებს, ოპოზიციიდან კი ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს.

„ჩემი აზრით, „გორბის" კვლევა რეალობასთან ახლოსაა, თუმცა არ ვიტყოდი, რომ „ოცნება" მხოლოდ 60% აიღებს. არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, 70%-დან 75%-მდე ექნება მხარდაჭერა, რადგან ოპოზიციაში ისეთი ადამიანებია, რომ მათ ხმას ვინ მისცემს? ჩემთვის ისიც გასაკვირია, ამ გამოკითხვაში პარტია „ლელომ" როგორ შეძლო 4%-ის აღება. მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა" შეძლებს ბარიერის გადალახვას, რადგან მას ჰყავს თავისი მომხრეები. „ევროპული საქართველო", „ლელო", „ახალი", ზურა ჯაფარიძე „გირჩი", ეს ყველა კოლექტიური „ნაცმოძრაობაა", ახლა გაიშალნენ და ასე უნდათ რამის მიღწევა. ოპოზიცია რაც არ უნდა გაერთიანდეს, აზრი არა აქვს. სამწუხაროდ, საქართველოში ხელისუფლებას ნორმალური ოპოზიცია არ ჰყავს," - უთხრა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×