თამთა ჩაჩანიძე
07.05.2024

თბილისში მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა აქტიურად ადევნებს თვალს. როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, ამას აქტიურად განიხილავენ როგორც აფხაზ და ოსურ საზოგადოებაში, ისე სოციალურ ქსელებში. ძირითადად კი ერთი დაახლოებით ასეთი შინაარსის მოსაზრებები გამოითქმება - რომ თუ თბილისსა და მოსკოვის ურთიერთობების დარეგულირების ფონზე „ოცნებამ" ეს კანონი გაიტანა, არ გამორიცხავენ, მათ ზურგს უკან ქართველებმა რუსებთან მოილაპარაკონ, რომ კონფედერაცია შექმნან.

თამთა ჩაჩანიძე
06.05.2024

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა პროტესტი არც სადღესასწაულო დღეებში შეწყვეტილა, აქციის მონაწილეები აღდგომის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ და სასესიო კვირასაც არ აპირებენ გაჩერებას. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, პროტესტმა დაგვანახა, რომ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი პროდასავლურია.

თამთა ჩაჩანიძე
06.05.2024

შესაძლოა ალმათი მალე ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების ადგილი გახდეს - 10 მაისს ყაზახეთში სომხეთ-აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელები ერთმანეთს შეხვდებიან, სადაც განიხილება ორივე ქვეყნის მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საკითხი. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს იყოს დიდი ხელშეკრულების წინა მოსამზადებელი შეხვედრა, სადაც უკვე გამოიკვეთება კონტურები.

ელზა პაპოშვილი
03.05.2024

რა გეგმა აქვთ აქციის მონაწილეებს და რა ფორმატში გაგრძელდება პროტესტი დღესასწაულებზე, ჯერჯერობით უცნობია. კანონის წინააღმდეგ გაერთიანებული სამოქალაქო ჯგუფები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ადამიანური რესურსების აღსადგენად და მატერიალური რესურსების მობილიზებისათვის, კანონპროექტის მესამე მოსმენამდე სტრატეგიული დაგეგმვის რეჟიმში გადადიან. 

ნატალია ჯვარიძე
03.05.2024

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „გავლენების შესახებ" კანონპროექტის განხილვა, რაზეც მათ უარი განაცხადეს. ანალიტიკოსების თქმით, ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მიერაა მიღებული და ახლა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები რთულ გზას გადის.

ნატალია ჯვარიძე
03.05.2024

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები ეხმაურებიან. განსაკუთრებით სპორტსმენები აქტიურობენ, რომელთა ნაწილი სოციალურ ქსელში ავრცელებენ პოსტებს ლოზუნგით „არა რუსეთს", „საქართველოს გზა ევროპაშია", ისინი გმობენ ძალადობას. მეორე ნაწილი „ოცნებას" უცხადებს მხარდაჭერას, ბევრი კი საერთოდ დუმს.

თამთა ჩაჩანიძე
03.05.2024

„ტენდენციები შეინიშნება, რომ გზები გადაიკეტოს, შესასვლელების ბლოკირება მოხდეს, ეს უკვე ის ნაბიჯებია, რომლებიც საპროტესტო აქციის ფარგლებს სცილდება და რევოლუციის მოწყობის რეჟიმში გადადის", - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
02.05.2024

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დასავლელი ლიდერები ინტენსიურად ეხმიანებიან, როგორც აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადებაში ვკითხულობთ, „საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა", „ოცნება" კი საპასუხოდ აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მოწოდების პათოსი მიუღებელია, რადგან „ქვეყნის დასავლურ კურსს არაფერი ემუქრება".

თამთა ჩაჩანიძე
02.05.2024

წლის ბოლოს ევროკომისიამ უნდა შეიმუშაოს შეფასება იმის თაობაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველო დემოკრატიზაციისაკენ მიმართულ რეკომენდაციებს, რის საფუძველზეც ევროპული საბჭო გადაწყვეტს, გადავალთ თუ არა მოლაპარაკებების ეტაპზე. ევროპელი ლიდერების კრიტიკისა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა უწყვეტი აქციების ფონზე, „ოცნება" საჯარო განცხადებებში ირწმუნება, რომ ყველაფერი რიგზეა და მოლაპარაკებების დაწყებას შიდა პროცესები ხელს არ უშლის.

ელზა პაპოშვილი
02.05.2024

სადამდე შეიძლება ქვეყანაში არსებული დაძაბულობა მივიდეს და ხომ არ გადაიზრდება ეს სამოქალაქო დაპირიპირებაში? „ხელისუფლება სწორედ ცდილობს, რომ ახალგაზრდები ექსტრემისტებად მონათლოს და ნელ-ნელა ათამაშებს იმ კარტს, რომ პოლიცია ჩაკეტილია პარლამენტში, არავის ხელს არ ახლებს და თავად მანიფესტანტები გადადიან ხულიგნურ ქმედებებზე. ამას რამდენჯერმე გაიმეორებს და შემდეგ გამეორდება ის, რაც გახარიამ გააკეთა,“ - აცხადებს სიტუაციაზე საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

ნატალია ჯვარიძე
02.05.2024

„ქვეყანაში არსებული ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება და ეს ოპოზიციის თამასას წევს. 29 აპრილს, ბიძინა ივანიშვილის არც თუ ისე გათვლილმა გამოსვლამ ცეცხლზე ნავთი დაასხა. მე რატომღაც მეგონა, რომ ის ქვეყანაში არსებულ პრობლემებს წამოაყენებდა," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×