სანდრო მდივანი 10.05.2021
დიდი გაუფასურების შემდეგ, ბოლო 2 კვირის განამვლობაში ლარი, როგორც იქნა, გამყარების გზას დაადგა. კურსი უკვე 3.41-ის ფარგლებში ტრიალებს. ,,ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა, რამ განაპირობა ეროვნული ვალუტის სტაბილურობა, მაშინ როცა ფუნდამენტური ფაქტორები უცვლელია და რა როლი აქვს ამაში ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას. რას უნდა ველოდოთ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში.
|
ირაკლი ლომიძე 10.05.2021
ეკონომიკის ჩაკეტვის საკითხი მთავრობამ დღის წესრიგიდან მოხსნა. როგორც უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებიც აცხადებენ, უარეს შემთხვევაში, მთავრობა შეზღუდვებს მცირე ვადით გაახანგძლივებს, მაქსიმუმ 17 მაისამდე. შეზღუდვების გამკაცრება ან ახალი ტიპის რეგულაციები არ იგეგმება. აშკარაა, რომ ღარიბაშვილის მთავრობა ეკონომიკურ საკითხებს მეტ ყურადრებას აქცევს და ძირითადად კრიზისის დაძლევისკენ არის ორიენტირებული. თუკი ეს ტენდენცია შეუფერხებლად გაგრძელდება, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, შეიძლება 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამართლდეს კიდეც.
|
ირაკლი ლომიძე 10.05.2021
ბოლო 1 წლის განმავლობაში პირველად საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა. ამ მხრივ აპრილი პოზიტიური აღმოჩნდა, მარტთან შედარებით, მცირე ზრდა აღინიშნა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, მთავარია, დინამიკა შეიცვალა, რაც თვეების განმავლობაში სერიოზული პრობლემა იყო. თუმცა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საავიაციო ნავღის იმპორტი მაინც კლებაშია.
|
გვანცა წულაია 06.05.2021
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილებიდან ტექნიკური დათვალიერება ნახევარმა ცოტა მეტმა გაიაირა. პროცესის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქართველოში რეგისტრირებული 1 300 000 მეტი მანქანიდან თითქმის ნახევარი საერთოდ არ გამოცხადებულა ინსპექტირების ცენტრებში. გამოდის, რომ საკმაოდ დიდმა ნაწილმა, უბრალოდ, თავი აარიდა ტექდათვალიერების პროცესს და პარალელურად უამრავი რეგისტრირებული მანქანა, უბრალოდ, ჯართია.
|
გვანცა წულაია 06.05.2021
ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება მზადაა ნამოხვანჰესის პროექტთან დაკავშირებით არსებულ სადისკუსიო პროცესში ჩაერთოს. ამის შესაბამისი განცხადება გუშინ გაკეთდა, სადაც ნათვამია, რომ ევროკავშირის ენერგოგაერთიანება ნებისმიერ მხარეს შეხვდება. რაიონის ხეობის მცველები კი აცხადებენ, რომ მათთან კომუნიკაცია ჯერჯერობით არავის ჰქონია.
|
ირაკლი ლომიძე 06.05.2021
საწვავის გაძვირების ტენდენცია გრძელდება, რაც ადგილობრივ ბაზარზე უამრავ პრობლემას ქმნის. გარდა იმისა, რომ რიგით მოქალაქეებს ავტომობილით გადაადგილების ხარჯი გაზრდილი აქვთ, ისინი ზარალს განიცდიან იმის გამოც, რომ საწვავი აძვირებს სოფლის მეურნეობას და ლოჯისტიკას, რაც საბოლოოდ პროდუქტის ფასზეც აისახება, რომელიც ლარის გაუფასურების გამო, ისედაც საკამოდ ძვირია. რეგიონებში საგრძნობლად შენელდა საგაზაფხულო სამუშაოების ტემპი, რადგან ხალხს აუჭირს საწვავის გაზრდილ ხარჯთან გამკლავება.
|
გვანცა წულაია 05.05.2021
მსოფლიო ბაზარზე პირველადი მოხმარების სურსათი ისევ ძვირდება. ზაფხულის მოახლოებისა და ახალი მოსავლის აღების დაწყების მიუხედავად, მსოფლიო ბაზარზე ფასები ზევით მიიწევს. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, რა ვითარებაა საერთაშორისო ბირჟებზე და რა ელის საქართველოს - მალევე აისახება თუ არა მსოფლიოს ტენდენცია ქვეყნის შიგნით და გველის თუ არა პირველადი მოხმარების პროდუქტების ღირებულების კიდევ მეტად გაზრდა.
|
ირაკლი ლომიძე 05.05.2021
პიკური ეპიდემიური მდგომარეობის დროს შესაძლოა, ეკონომიკის ჩაკეტვის საკითხი დღის წესრიგში არც კი დადგეს. სპეციალისტები ამას ამართლებენ იმით, რომ ქვეყანამ, თუნდაც მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ისწავლოს. თანაც, კორონავისრუსის მესამე ტალღას ქვეყანა ფინანსური სახსრების გარეშე ხვდება, ხაზინას არ აქვს მცირე რესურსიც კი, რითაც შეიძლება, ეკონომიკური ჩაკეტვისას მოსახლეობასა და ბიზნესს დაეხმაროს. ეს მთავარი არგუმენტია, რის გამოც მთავრობა დამატებითი რეგულაციების დაწესებისგან თავს იკავებს. არადა, ვირუსის პიკი სწორედ მაშინ დადგება, როცა შეზღუდვები მოიხსნება, ანუ, დაახლოებით, 10 დღეში.
|
გვანცა წულაია 04.05.2021
ტურიზმის სექტორში დასაქმებულები ვაქცინაციის პრიორიტეტულ ნუსხას დაემატნენ. ასეთია საქართველოს მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც დარგის აღდგენას შეუწყობს ხელს. სექტორში ვაქცინაციასთან დაკავშირებით აზრი ორად არის გაყოფილი. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, რამდენად შეუწყობს ხელს მთავრობის გადაწყვეტილება და კიდევ რისი გაკეთებაა საჭირო, რომ ტურიზმი გამოცოცხლდეს.
|
რეზონანსი 04.05.2021
საზოგადოებრივი განწყობისა და პროტესტის ფონზე, მთავრობამ შეზღუდვები ირიბად, თუმცა მაინც შემოიღო. დაწესებულმა უქმე დღეებმა გაუარესებული ეპიდმდგომარეობა უნდა გამოასწოროს და ინფიცირების მაჩვენებელი შეამციროს. თუ მდგომარეობა გაუარესდება, შესაძლებელია, შეზღუდვები კიდევ გაგრძელდეს, რის შედეგადაც არა მხოლოდ მოსახლეობა, არამედ ეკონომიკაც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ამიტომ საინტერესოა, საკმარისია თუ არა ერთკვირიანი უქმეები ეპიდმდგომარეობის დასტაბილურებისთვის?
|
გვანცა წულაია 04.05.2021
წლიური ინფლაცია აპრილის თვეშიც მაღალ ნიშნულზეა. მისი შეჩერება ვერაფრით ხერხდება. მეორე კვარტალის პირველ ორ თვეში ინფლაციამ მიზნობრივს 2-ჯერ გადააჭარბა და ახლა მისი მაჩვენებელი 7.2%-ია. მძიმეა სპეციალისტთა ნაწილის პროგნოზი. მათი აზრით, ეროვნულმა ბანკმა რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ინფლაციის შეჩერება ვერ მოხდება.
|
სანდრო მდივანი 03.05.2021
გერმანიის შემდეგ ისრაელი და საფრანგეთიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნები სეზონური შრმისთვის საზღვრებს ხსნიან, თუმცა უცხოეთში ლეგალურად დასაქმების სურვილი თანდათან იკლებს. რატომ შემცირდა ინტერესი ისრაელის შემთხვევაში და როგორია უკვე ქვეყნიდან წასულების შრომითი პირობები ,,ბიზნეს-რეზონანსი“ დეტალების გარკვევა სცადა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|