რეზონანსი
08.05.2024

2 მა­ისს სვა­ნეთ­ში, მდი­ნა­რე ნაკ­რას ხე­ო­ბა­ში მომ­ხდარ­მა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვამ მთე­ლი სვა­ნე­თი აა­ტი­რა. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს სამი სი­ცო­ცხლით სავ­სე ახალ­გაზ­რდა იჯდა იმ ავ­ტო­მო­ბილ­ში, რო­მე­ლიც გზი­დან მო­ცურ­და და ხე­ო­ბა­ში გა­და­ვარ­და. სა­უ­ბე­დუ­როდ მან­ქა­ნა­ში მყო­ფი სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა და­ი­ღუ­პა. 4-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ ჯერ ეკა ვიბ­ლი­ა­ნი იპო­ვეს. გო­გო­ნას ამოც­ნო­ბა მის­მა ბი­ძამ შეძ­ლო, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად ჩარ­თუ­ლი იყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში.

7 მა­ისს დი­ლის სა­ა­თებ­ში 14 წლის გი­ორ­გი ვიბ­ლი­ა­ნი იპო­ვეს და იმა­ვე დღეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით საბა გვარ­მი­ა­ნის ცხე­დარ­საც მი­აგ­ნეს. სა­მი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი ერ­თმა­ნე­თის ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან, ეკა და საბა კარ­გი მე­გობ­რე­ბი და თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ, ერთ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დნენ, მე-12 კლას­ში იყ­ვნენ და ახლა სკო­ლის დამ­თავ­რე­ბა ერ­თად უნდა ეზე­ი­მათ. იმ დღე­საც თურ­მე ბოლო ზა­რის­თვის ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ.

მათ­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და ნაკ­რას სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორს, სპარ­ტაკ გვარ­მი­ანს. მის თვალ­წინ გა­ი­ზარ­დნენ ეს ბავ­შვე­ბი, სა­მი­ვე მისი ნა­თე­სა­ვია.

„არ ვიცი ასეთ დროს რა უნდა ვთქვა. მარ­თლა მი­ჭირს სა­უ­ბა­რი. ეკუ­ნა და საბა ჩემი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ. წელს სკო­ლას ამ­თავ­რებ­დნენ. წინა დღეს ბან­კე­ტის ამ­ბებს გვი­თან­ხმებ­დნენ. გეგ­მავ­დნენ რო­გო­რი ბოლო ზარი უნდა ჰქო­ნო­დათ და სად აღე­ნიშ­ნე­ბათ ბან­კე­ტი. სკო­ლის ეზო­ში ბოლო ზარს გა­ვა­კე­თებთ, სუ­რა­თებს გა­და­ვი­ღებთ, მერე ბან­კე­ტი გვექ­ნე­ბაო. ისეთ­ნა­ი­რად იყ­ვნენ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი და ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბა­ზე, ისე უბრწყი­ნავ­დათ თვა­ლე­ბი, მარ­თლა სა­ო­ცა­რი მო­ლო­დი­ნი ჰქონ­დათ. მაგ­რამ არ დაგ­ვცალ­და და მათი გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი არ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა არა­სო­დეს, მა­რა­დი­ულ მე-12 კლა­სე­ლე­ბად დარ­ჩნენ.

იმ დღე სკო­ლა­ში იყ­ვნენ ორი­ვე, გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ სტა­დი­ონ­ზე ბურთს თა­მა­შობ­დნენ და წა­ვიდ­ნენ. რო­გორც ჩანს, მერე სა­მი­ვე ახლო სო­ფელ­ში ჩა­სუ­ლან, მან­ქა­ნა­ში ბენ­ზი­ნი ჩა­ას­ხეს და მა­ლე­ვე ამობ­რუნ­დნენ სოფ­ლის­კენ, სამი კი­ლო­მეტ­რი ჰქონ­დათ დარ­ჩე­ნი­ლი სახ­ლამ­დე, როცა ეს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია მოხ­და. ჯერ არა­ვინ იცის მი­ზე­ზი, ფაქ­ტია, მან­ქა­ნა მო­ცურ­და და გა­და­ვარ­და. საბა იჯდა სა­ჭეს­თან, მან­ქა­ნას კარ­გად მარ­თავ­და. გა­მორ­ჩე­უ­ლი ბიჭი იყო თა­ვი­სი ფი­ზი­კუ­რი აღ­ნა­გო­ბით, ადა­მი­ა­ნო­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით, მე­გობ­რე­ბის გვერ­დში დგო­მით. დე­დი­სერ­თაა საბა. კარ­გი სპორ­ტსმე­ნიც იყო, სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და, კა­რა­ტე­ში და­დი­ო­და და შავი ქა­მა­რი ჰქონ­და. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ბუ­ნე­ბა, ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­და და ალ­ბათ გი­ნა­ხავთ კი­დეც მას­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტიც.

ტყე­ში იპო­ვა არჩვი, მო­იყ­ვა­ნა და გა­ზარ­და. ისე ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ცხო­ვე­ლე­ბი, ამ­ბობ­და ვე­ტე­რი­ნა­რი გა­მო­ვალ, ცხო­ვე­ლე­ბის გან­კურ­ნე­ბა რომ შევ­ძლო და მათ და­ვეხ­მა­როო.

სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბის ბავ­შვი იყო, ისე­ვე რო­გორც ეკუ­ნა. მუ­დამ მომ­ღი­მა­რი, თვა­ლებ­ციმ­ცი­მა გო­გო­ნა იყო ეკუ­ნა. მას ჰყავს 2 და და ერთი ძმა, ძმა ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლეა, დები ჩვე­ნი სკო­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ეკუ­ნა გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, სულ პო­ზი­ტი­უ­რი, სულ ღი­მი­ლი­ა­ნი ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ და ასეთ ბავ­შვე­ბად დარ­ჩე­ბი­ან. არ ვიცი შევ­ძლებთ თუ არა მათ გა­რე­შე რა­მეს გაგ­რძე­ლებს, არც ის ვიცი რო­გორ შევხდეთ მათ თა­ნაკ­ლა­სელ ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. სა­მი­ვე ჩემი ნა­თე­სა­ვია, ჩემს თვალ­წინ გაზ­რდი­ლე­ბი.

ეს დღე­ე­ბი იყო სა­ში­ნე­ლე­ბა. მთე­ლი სო­ფე­ლი დათ­რგუ­ნუ­ლია, და­მუნჯდა ყვე­ლა. მთე­ლი სო­ფე­ლი ეძებ­და, დი­დი­ან პა­ტა­რი­ა­ნად და ისეთ რა­მე­ებს ჩა­დი­ოდ­ნენ, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ. მათი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბიც თვალ­ცრემ­ლი­ა­ნე­ბი, ტი­რი­ლით ეძებ­დნენ მათ ცხედ­რებს. უფსკრუ­ლებ­ში შე­დი­ოდ­ნენ. 60 კი­ლო­მეტ­რი­ან მო­ნაკ­ვეთ­ზე ყო­ველ­დღე მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად მთე­ლი სო­ფე­ლი იდგა და­დუ­მე­ბუ­ლი და მათ ეძებ­და. ხმას რომ ვერ იღებ და ისე რომ ეძებ. მი­ზა­ნი იყო ცხედ­რე­ბი მა­ინც მოგ­ვე­ძებ­ნა. ამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა თქვას შვე­ბით ამო­ვი­სუნ­თქეო, მარ­თლა ასეა, რად­გან შვე­ბა იყო, რომ მოვ­ნა­ხეთ და სა­კუ­თარ ოჯახ­ში და­ვაბ­რუ­ნეთ ისი­ნი".

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×