ია აბულაშვილი
01.02.2021

ხის სამი ჯვარი, რომელებიც მცხეთაში, უჯარმასა და თხოთის მთაზეა აღმართული, ლეგენდის თანახმად დამზადებულია სასწაულმოქმედი ხისგან, რომელიც მცხეთაში წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულ წყაროსთან იყო აღმართული. "აკაკის ხე" საოცარ სურნელს აფრქვევდა და ხალხი სასწაულმოქმედს ეძახდა, რადგან დაჭრილი ნადირი ან ფრინველი მის ფოთოლს თუ შეჭამდა მაშინვე განიკურნებოდა.

მე-6 საუკუნეში, ხარება დღეს მირიან მეფის ძემ რევიმ, ეპისკოპოსს იოანეს ლოცვა- კურთხევით, მოაჭრევინა ეს ხე, მიწაზე შეუხებლად შეაბრძანეს მცხეთაში და სვეტიცხოვლის სამხრეთ კართან აღმართეს. ხე 37 დღე კიდევ მარადმწვანე იყო.

"პირველ მაისს იმ ხისგან ხუროებმა, მღვდლების სწავლებით, სამი ჯვარი შექმნეს. 7 მაისს ხელის დადებით მეფისაითა აღმართეს სვეტიცხოვლის ტაძარში"- წერს მემატიანე.

ლეგენდის თანახმად, იმ ღამეს ზეციდან გარდმოვიდა ვარსკვლავებით დაგვირგვინებული ცეცხლოვანი ჯვარი და თავზე დაადგა წმინდა ეკლესიას. რიჟრაჟზე მას გამოეყო ორი ვარსკვლავი, რომელთაგან ერთი აღმოსავლეთისკენ, ხოლო მეორე დასავლეთისკენ გაემართა.

ეს სასწაული რამდენჯერმე განმეორდა. ერთი ჯვარი მცხეთაში აღმართეს, მეორე თხოთის მთაზე და მესამე უჯარმაში. სასწაულმოქმედი ჯვრების ამბავი სწრაფდ მოედო მთელს საქართველოს და კავკსიას. მორწმუნენი ყოველის მხრიდან მოდიოდნენ ჯვრების თაყვანის საცემად.

მხატვრული თვალსაზრისით ეს ჯვრები პირველი ნიმუში იყო შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა ბიზანტიურისგან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×