რეზონანსი
25.04.2024

პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, ხელისუფლება ნატო-სა და ევროკავშირისგან დისტანცირებას ახდენს, რაც „წმინდა წყლის რუსული პოლიტიკაა".

„ჩვენ არ ვიყენებთ არც ნატო-ს და არც ევროკავშირს და ვახდენთ დისტანცირებას, ჩემთვის ეს არის არა პრორუსული პოლიტიკა, არამედ წმინდა წყლის რუსული პოლიტიკა, ეს მტკიცდება ამ კანონით. ეს ძალიან საშიშია.

როგორ უტიფრად უტევენ ევროკავშირს, სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ. ევროკავშირი ჩვენზე უფრო მეტად ზრუნავს საქართველოზე. უფრო მეტად უყვარს და უფრო მეტად უნდა, რომ გადაარჩინოს საქართველო, ვიდრე „ქართულ ოცნებას"", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის მტკიცებით, ჩვენ არჩევანი გვაქვს არა „ქართულ ოცნებასა" და ევროპას შორის, არამედ ევროპასა და რუსეთს შორის.

მისივე თქმით, დღეს სომხეთი უფრო პრინციპულ პროდასავლურ პოლიტიკას ატარებს, ვიდრე საქართველო.

„ერთი მეორის მიყოლებით წამოვიდა რუსეთის პოლიტიკოსების მიერ ქება-დიდება საქართველოს ხელისუფლების. დღეს სომხეთი უფრო პრინციპულია მიუხედავად იმისა, რომ თითქოს უფრო მიბმულია რუსეთზე ეკონომიკურად, პოლიტიკურად და მილიტარისტულად, ვიდრე საქართველო, მაგრამ უფრო პრინციპულ პროდასავლურობას ავლენს, ვიდრე დღევანდელი „ქართული ოცნება" და სომხეთს იმას ვერ უბედავენ, რასაც გვიბედავენ ჩვენ. ასეთი შეფასებები და ასეთი მიმართულებით ლაპარაკი არ არის. ამიტომ ტყუილია, რომ თითქოს რაღაც საფრთხე არსებობს რუსეთიდან, როცა სომხეთი ძალიან პრინციპულია, მოლდოვა ძალიან პრინციპულია, როცა აზერბაიჯანმა მიაღწია იმას, რომ რუსეთმა გაიყვანა ჯარები. აშკარად სულ სხვა პროცესებია ქვეყანაში", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×