ია აბულაშვილი
21.03.2021

კლდისუბნის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც რაჭაში მდებარეობს, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძვრების ძეგლია. იგი მდინარე რიცეულას მახლობლად დაგას და ვახუშტი ბატონიშვილი ამ წყალს „სადმელის ხეობით“ მოიხსენებს. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა და ნაგებია შირიმის ქვით, რომელსაც ადგილობრივები პონტიკის ქვას უწოდებენ.

ეკლესიის მშვენება იყო ორი უძველეს ქვის სვეტი, რომელიც ეკლესიის კედელის გარეთ იყო დატანებული. ოთხკუთხა სვეტი ყვავილთა სახეებით იყო მოჩუქურთმებული. 

ეკლესიაში დაცული სიძველეებიდან  კი ყველაზე უნიკალური იყო ფიცარზე ნახატი ღვთისმშობლის ხატი ჩვილით, შეჭედილი ვერცხლით და დაფერილი ოქროს წყალში, შემკული 21 ძვირფასი თვალით, ასევე მრგალიტებისა და სადაფის მძივებით. ხატის ზედა აშიაზე ყვავილოვანი სახეებია გამოყვანილი. აშიის ქვედა ნაწილში კი ასომთავრული წარწერა აქვს. 

კლდისუბნის ეკლესიის უიშვიათესი საგანძრი იყო სპილენძის ლანგარი მხედრული წარწერით, რომელსაც თუ ვინმე მოიპარავდა, თავს ღვთის რისხვა დაატყდბოდა: „აქ სვეტის ცხოველისა არს, ვინც მოიპაროს ისიმც რისხავს". 

ეკლესიაში ასევე დაცული იყო ბრინჯაოს ჩაფრასტი, ღილი სარტყლისა, შემკული ცხოველთა სახეებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×