ია აბულაშვილი
11.08.2023

ქართულ დროშას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ტერმინი „დროშა" ისტორიულ წყაროებში პირველად მე-9 საუკუნეში გამოჩნდა. დროშის ტარს ეწოდებოდა „ბუნი", ტარზე შებმულ ნაჭერს - „ალამი". სახელმწიფო დროშას სამეფო დროშა ერქვა, ხალხი მას სეფე დროშას უწოდებდა, რომელიც ორნაირი იყო. დიდი სამეფო დროშა განსაკუთრებულ ზეიმებზე გამოჰქონდათ, მეფედ კურთხევის და მათი ჯვრისწერის დროს, პატარა დროშა კი აღმართული იყო მეფის სასახლეზე და ტაძრებში წირვა-ლოცვის დროს.

ერთიანი საქართველოს სიძლიერისა და სიამაყის სიმბოლო „გორგასლიან-დავითიანის დროშა", რომელიც ვახტანგ გორგასლის დროიდან მოდის, თეთრი ფერის იყოს, წითელ ძელზე მიმაგრებული. დროშაზე გამოსახული იყო წმინდა გიორგი. გორგასლიან-დავითიანის დროშამ მე-19 საუკუნის დასაწყისამდე მოაღწია. ის ინახებდა ქუთაისის სამეფო ზარდახშაში, შემდეგ კი ახალციხის ბრძოლების დროს თურქებს გაუტაცნიათ. მე-14 საუკუნიდან თეთრი ალმის გვერდით გაჩნდა შავი დროშა, რომელიც დავით ნარინმა შემოიღო. მე-15 საუკუნეში საქართველო სამეფო სამთავროებად დაიშალა და დროშებმაც სახე იცვალა.

1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, თბილისის თავზე ეროვნული სამფეროვანი დროშა ფრიალებდა. დროშა ივანე ჯავახიშივლის კონსულტაციებით შეიქმნა, ავტორები იყვნენ იაკობ ნიკოლაძე და იოსებ შარელმანი. სიმბოლოდ ქართული დროშისთვის შავ-წითელ-თეთრი ფერები შეარჩიეს.

ქართული დროშის შესახებ ცნობები გვხვდება უცხოურ ისტორიულ წყაროებში. მე-15 საუკუნეში ბარსელონაში გამოქვეყნდა კატალონიელი ბერის მიერ შედგენილი მსოფლიო ქვეყნების ატლასი, სადაც 4 ქართული დროშაა აღწერილი (ორიგინალი ბარსელონის ბიბლიოთეკაში ინახება). აღწერილობის მიხედვით, ქართული დროშები მე-13 საუკუნით თარიღდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×