რეზონანსი
11.04.2021

სამანქანო გზა სოფელ გუმათში ამ წუთებში გადაკეტილია - მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამახვანში კარვები აიღო, აქციის მონაწილეებმა გზაზე გადაინაცვლეს და კარვების დასადგმელად ახალ ტერიტორიას ითხოვენ.

პოლიციის უფროსმა, რომელიც აქტივისტებს შეხვდა, მათ ამ მოთხოვნაზე უარი უთხრა, რადგან მეტეოროლოგები რიონის ადიდებას და ტერიტორიის დატბორვას ელოდებიან. ნამოხვანის მიმდებარედ წყლის დონემ სასიგნალო ნიშნულს გადააჭარბა, რაც საფრთხის შემცველი გახდა.

ვინ იღებს პასუხისმგებლობას საფრთხეზე იმ შემთხვევაში, თუ აქტივისტები ადგილზე დარჩებიან - აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დასახელებული მიზეზი არარეალურია.

ძალოვანი უწყების გაფრთხილების შემდეგ ნამახვანის აქციის მონაწილეებმა თავად გაავრცელეს ვიდეომასალა იმ ტერიტორიიდან, სადაც კარვები იყო გაშლილი. მათ მიერვე გავრცელებულ მასალაში კადრებშიც დაფიქსირდა ადგილზე არსებული ვითარება და ალკოჰოლური სასმელი. რიონის ხეობის მცველები სასმელის მოხმარების ფაქტს უარყოფენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ნამდვილად იყო ტერიტორიაზე.

პარალელურად ადგილზე ისევ გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია - 30 წლამდე მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ, რომელიც წყალში შევიდა და გაუჩინარდა. ადგილზე დღეს ისმოდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვერსიებზე, რომელიც დაკარგულის პირად ტრაგედიას, დეპრესიულ ფონს და მის არაფხიზელ მდგომარეობას უკავშირდება.

შემთხვევის ადგილზე მოეწყო სპეციალური საველე შტაბი. სამაშველო სამსახურებს და საპოლიციო ძალებს მხარდაჭერა გამოუცხადა კომპანია "ენკამ", რომელიც ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას გეგმავს. კომპანიის სოციალური ოფიცერი ამბობს, რომ მზად არიან სამაშველო ჯგუფებს სამძებრო სამუშაოებში დაეხმარონ.

რიონში მამაკაცის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კითხვებს გამოძიება მოკლე ვადებში გასცემს პასუხს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )