რეზონანსი
11.06.2021

„მიმდინარე წლის აპრილში 2020 წლის აპრილთან შედარებით, ტურისტულ სექტორში აქტივობა 152%-ით გაიზარდა" - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ტურისტული სექტორისთვის გაწეული დახმარების მთავარი მიზანი იყო პოსტპანდემიურ პერიოდში კომპანიებს სწრაფად შესძლებოდათ აღდგენა.

„განთავსების საშუალებების და საკვებით უზრუნველყოფის სექტორში 2020 წელს რეალური აქტივობა შემცირდა 75 პროცენტით. თუმცა, 2021 წლის აპრილის მონაცემი გვიჩვენებს, რომ გვაქვს ძალიან სწრაფი აღდგენის ტენდენცია. აქტივობა ამ სექტორში გაიზარდა თითქმის ორნახევარჯერ. ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ სექტორმა გადაიტანა კრიზისი და სრულად მზად არის ტურიზმის აღდგენისთვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, ლაშა ხუციშვილს უსმენენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×